საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

სიყვარულის მოციქული
იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძლურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა. იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ.
მენელსაცხებლე დედათა კვირა
დღეს წმიდა ეკლესია აღასრულებს წმიდა მენელსაცხებლე დედების - მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, სუსანასა და სხვათა ხსენებას. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ ერთ-ერთ პირველ კვირა დღეს რომ ეკლესიის მიერ საგანგებოდ იქება და იდიდება ნეტარხსენებული დედების ღვაწლი, არაა შემთხვევითი. როგორ მოიპოვეს მენელსაცხებლე დედებმა ესოდენი პატივი და ღირსება?
წმიდა იოსებ არიმათიელი(I)
წმიდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. როგორც სინედრიონის წევრს, მას მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა.
13 მაისი - ხსენება წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმისა იოანე ღვთისმეტყველისა (44)
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო.
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867)- ხსენება 13 მაისს
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (1867) (ერობაში - დიმიტრი) 1807 წლის 6 თებერვალს დაიბადა ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პაკროვსკოში, დიდგვაროვანთა ოჯახში. პატარა დიმიტრის სიყრმიდანვე უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ლოცვა; ეკლესიაში ხშირად დადიოდა, ესწრებოდა წირვა-ლოცვას.
წმიდა დონატ ეპისკოპოსი (+ დაახლ. 387) - ხსენება 13 მაისს
წმიდა დონატ ეპისკოპოსი ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდის (379-397) დროს და იყო ქალაქ ევერიის ეპისკოპოსი.
პოჩაეველი სასწაულთმოქმედი – ნეტარი მამა ამფილოქე
12 მაისს მართლმადიდებლები აღნიშნავენ პოჩაეველი ბერი ამფილოქეს ხსენების დღეს. ნეტარმა ბერმა, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სახელი გაითქვა სულიწმინდის მადლით ქმნილი სასწაულებით.
7 მაისი - ხსენება ღირსი ელისაბედ საკვირველთმოქმედისა (VII-VIII)
ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა. გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.
სააღდგომოდ
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა.
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი იერუსალიმში
დღეს, 2013 წლის 4 მაისს, შუადღის 15:12-ზე თბილისის დროით იერუსალიმში ზეციდან გარდამოვიდა მადლმოსილი ღვთაებრივი ცეცხლი.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq