|
|
ღირსი ალიპი მესვეტე, ვისი ხსენების დღეც არის 9 დეკემბერს, პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა. წმიდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად, თავად კი ტაძარში დაიწყო მსახურება და დიაკონისად კურთხევის ღირსი შეიქნა.
წმიდა ალიპის სიყმაწვილიდანვე სურდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე არ იშორებდა. ერთხელ, როცა წმიდანი თავის ეპისკოპოსს ახლდა კონსტანტინოპოლში, მას საღვთო ხილვით გამოეცხადა წმიდა მოწამე ეფემია, რომელმაც ადრიანოპოლში დაბრუნება და მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა.
|
|
საპყრობილეში მიხეილი, ჩვეულებისამებრ, გამუდმებით ფსალმუნებს კითხულობდა, უფალს მადლობდა მისთვის წარმოგზავნილი სატანჯველებისათვის და წინამდებარე მოწამეობრივ ღვაწლში შემწეობას სთხოვდა. დატყვევებული წმიდა მთავარი მოთმინებით იტანდა გვემას და შეურაცხყოფას. მას გაქცევაც შესთავაზეს, მაგრამ ნეტარი გაბედულად უპასუხა: „სიცოცხლეში მტრებს არასდროს გავქცევივარ! მე რომ გადავრჩე, ჩემს ხალხს კი უბედურება ეწიოს, ჩემთვის რა სახელი იქნება? იყოს ნება ღვთისა!“
|
|
5 დეკემბერს არის ხსეენბა წმიდა მოწამენთა: კიკილიასი (ცეცილია), ვალერიანესი, ტიბურტისა და მაქსიმესი. წმიდა მოწამე კიკილია მდიდარი და დიდებული წარმართების ასული, სიყმაწვილეშივე შეუდგა ქრისტეს. მდიდრული ტანსაცმლის ქვეშ წმინდანს ჯვალოს სამოსი ეცვა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალწული დიდებული წარმართის, ვალერიანესთვის მიეთხოვებინათ. წმიდანმა ვერ გაბედა მშობლების ნებას წინ აღდგომოდა, მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მისი საქმრო ქრისტიანობაზე მოექცია, თავად მას კი უბიწოების დამარხვაში შესწეოდა.
|
|
30 ნოემბერს არის ხსენება ღირსი ლაზარესი. ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა.
ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი.
|
|
ტროპარი:
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
|
|
წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე (რომელთა ხსენებაც არის 26 ნოემბერს) პალესტინის კესარიაში ეწამნენ ქრისტესთვის 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას.
|
|
ბერი თეოდორე ჭეშმარიტად მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი ასრულებდა ყველაზე მძიმე შავ სამუშაოებს, მკაცრად იცავდა მარხვას, ყოველდღე ამბობდა აღსარებას. წმიდანი განუწყვეტლივ კითხულობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ბასილი დიდის თხზულებები იზიდავდა. რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე სულიერი მოძღვრების დაჟინებული თხოვნით მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
|
|
ერში მას იოანე ერქვა. დაიბადა ნოვგოროდში, XIV საუკუნის ბოლოს. ადრე დაობლდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში უწინასწარმეტყველა მას სალოსმა მიხეილ კლოპსკიმ ეპისკოპოსობის მომავალი სულიერი ღვაწლი, რაც 50 წლის შემდეგ ახდა.
|
|
16 ნოემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცესისა და აითალე დიაკონისა.
წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო.
|
|
მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი და ზინობია, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 12 ნოემბერს, და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს.
|
|