|
|
დღეს საქართველო ეთხოვება შესანიშნავ მამულიშვილს კონსტანტინე (კოტე ჩოლოყაშვილს). ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ინტერვიუს, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოს.
|
|
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ადრეულ შუა საუკუნეებშივე მოგვითხრობს ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე პორფიროგენეტის (X საუკუნე) და ბაგრატიონთა გვარის ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის (X საუკუნე) საისტორიო თხზულებები, რომელთა მიხედვითაც, ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების – იესეს, დავითისა და სოლომონის შთამომავლები არიან და ამიტომაც იწოდებიან ,,იესიან, დავითიან, სოლომონიანებად'', ამდენად, ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი ნათესავები არიან.
|
|
მეუფე დიმიტრიმ დამიბარა და მითხრა, რომ სასულიერო პირობისთვის მოვმზადებულიყავი. მეგონა, ცეცხლს დავანთებდი და ქრისტიანობის მგზნებარე მქადაგებელი გავხდებოდი, მაგრამ ერთი რამ დავინახე: ჩემს მიერ გადაგმულ ერთ ზედმეტ ნაბიჯსაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა. ამიტომ მიზნად დავისახე, მუსულმანებისთვის დამენახვებინა ჩვენი ცხოვრების წესი.
|
|
"ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ზედამხედველობა გაუწიოს მის აღსრულებას, იკისროს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმეები კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა. "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", - ამბობს წმინდა ისიდორე პელუსიოტი. შემთხვევითი არ არის, რომ ისევ დღის წესრიგშია საკითხი მონარქიის აღდგენისა. სამეფო ხელისუფლება ხომ ზეციური იერარქიის ხატია დედამიწაზე.
|
|
მისი თქმით, ყველა ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისთვის სამხედრო კარიერაში დამახასიათებელია ეტაპობრივი განვითარება, საქართველოში კი ქრონოლოგია არეულია და სამხედრო ჩინის მინიჭება არათანამიმდევრულად ხდება.
|
|
12 (ახალი სტილით 26) სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქეთევან წამებულის ხსენების დღეს.
ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. ამ დღეს ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია გათათრებას“ _ მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ქეთევან დედოფალი დიდი ხანია გადაქცეულია ყველა ტანჯულისა და წამებულის, მაგრამ სულით უძლეველი და დაუმარცხებელი ადამიანის სიმბოლოდ.
|
|
"მოგახსენებთ იმ ხიფათზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ტრადიციულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ფორმასთან დაბრუნებას:
ქვეყანაში შეიძლება მოაწყონ მარიონეტული სამეფო ხელისუფლება, რათა მოხდეს ამ იდეის დისკრედიტაცია. საზოგადოდ, სამეფო ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის გარკვეულ ძალებს, სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, არისტოკრატიას. ხოლო თუ ის პლუტოკრატიას დაეყრდნო, მას დასცინებენ და გააბითურებენ".
|
|
ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ ჩაიწერა. დღეს ქალბატონი თამარი აღარ არის. გვსურს გავიხსენოთ ქალბატონი თამარის მოგონებები მის დიდებულ წინაპრებზე და ეს ინტერვიუ საქართველოს სახელოვანი გმირის - მარო მაყაშვილის ნათელ ხსოვნას მივუძღვნათ.
|
|
ინტერვიუ „უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის“ ბაგრატოვანთა დინასტიური ორდენის, საქართველოს რექტორთან - სიმონ კოპაძესთან (ჟურნალი „ისტორიანი“)
|
|
რუსეთის მიზანია კონკურენტის ლიკვიდაცია, რადგან ორი მემკვიდრე ვერ იქნება.
|
|
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|