|
|
უფლისწული დიმიტრი დაიბადა 1582 წლის 19 ოქტომბერს . ბოიარ ბორის გოდუნოვის ფაქტიური მმართველობის დროს უფლისწული დიმიტრი დედასთან, მარია ფეოდოროვნასთან ერთად განტევებული იყო სასახლიდან ქალაქ უგლიჩში. რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის გზიდან ჩამოსაცილებლად ბორის გოდუნოვი ხმარობდა ყველა ძალას.
|
|
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
|
|
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
|
|
ნოვგოროდელი სასწაულთმოქმედი იაკობ ბოროვიჩელი სალოსი იყო. მისი სახელი განდიდდა გარდაცვალების შემდეგ. უფალმა მის წმინდა ნაწილებს მაკურნებელი ძალა მიანიჭა. 1657 წელს პატრიარქმა ნიკონმა სიწმინდეების ერთი ნაწილი ვალდაიზე, ივერიის ტაძარში გადააბრძანა.
|
|
II მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 381 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.
|
|
წმიდა კეთილმორწმუნე ლიტველი თავადი დოვმონტი თავიდან წარმართი იყო. 1265 წელს ლიტველ თავდთა შორის ძმათა შუღლს გარიდებული 300 ლიტვურ ოჯახთან ერთად აღმოჩნდა ფსკოვში. აქ მან მთელ ამალასთან ერთად მიიღო წმიდა ნათლისღება ტიმოთეს სახელით და უკვე ერთი წლის შემდეგ კეთილგონიერებისა და ქრისტიანული ღვთივსათნოებისათვის ფსკოველებმა თავის მთავრად აირჩიეს.
|
|
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
|
|
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
|
|
ღირსი არსენი შრომისმოყვარე, რომლის ხსენებაც აღესრულება 21 მაისს, ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ამ წმინდა მამას „შრომისმოყვარე“ ეწოდა იმიტომ, რომ კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გამოქვაბულებში მოღვაწეობის ჟამს მან არ იცოდა რა იყო დასვენება, არავის უხილავს იგი საქმის გარეშე.
|
|
ღირსი პიმენი, პეჩორელი მმარხველი, რომლის ხსენებაც აღესრულება 21 მაისს, მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულებში. საკვებს იგი იხმევდა დღეში ერთხელ და მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი რაოდენობით.
|
|
|
|