საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

„სტიქიონების კუშტი მხედარი“
ქართული მითოსური სინამდვილე ადრეც იცნობდა სხვა მსგავს ღვთისშვილს - პირქუშს. წარბებშეკრული მერაბი კუშტი სახით იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის. მებრძოლობა მხედრობასთანაა გაიგივებული ქართულ ცნობიერებაში. რაც შეეხება სტიქიონებს, მერაბი, შეიძლება ითქვას, სტიქიონების მომთვინიერებელი გახლდათ, ნახევრად ღმერთკაცი (როგორც ვთქვით, ღვთისშვილი), რომელიც თვითონ ქმნიდა, თავად აწრთობდა, აფოლადებდა ახალ სტიქიას, ახალ ტალღას, ახალი თავისუფლებისმოყვარე თაობისას. ის „უსაზღვროების ნესტრით ვნებული, სტიქიონების კუშტი მხედარი“ - ქარიც იყო და სტიქიონებში გაკაჟებული მუხაც, „ველად გასული ფალავანივით“...
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
1991 წლის 9 აპრილს, პატივი მიაგო რა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს საერთაშორისო ცნობა.
საქართველოს უპირველესი რაინდი
14 ივლისს სრულდება 126 წელი საქართველოს ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან. შთამომავლები პატივს მიაგებემ მამულიშვილის ხსოვნას, რომელმაც ქედი არ მოუხარა უზარმაზარ იმპერიას და მარტოდმარტო ებრძოდა მას შეფიცულთა რაზმთან ერთად წლების განმავლობაში.
თორნიკე ერისთავმა და ქართველებმა გადაარჩინეს ბიზანტიის იმპერატორი - გიორგი ათონელის მიხედვით
979 წელს ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახს დიდი ხიფათი დაემუქრა. ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახმა დახმარება ითხოვა იოანე-თორნიკესაგან, მას უნდა ეშუამდგომლა ქართველ მეფესთან, დავით III კურაპალატთან, რათა ქართველები დახმარებოდნენ ბიზანიის საიმპერატორო კარს.
იაკობ გოგებაშვილი - „სამასი თავდადებული გლეხი“
11 (ახალი სტილით 24) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795).
კონსტანტინე აფხაზი
დაიბადა (27 ნოემბერი, 1867) სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, - შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890).
„ვერაფერმა განაქარვოს ხსოვნა გარდასულისა“
კერპთაყვანისმცემელთა ქვეყანაში, მუდამ „მამის“ მაძიებელთა საზოგადოებაში, განსაკუთრებით სასიამოვნოა, გაიხსენო, რომ გვყავდა ნამდვილი ლიდერები, შექმნილნი არა რაიმე ვითარებით, არამედ ღმერთის მიერ ამორჩეულნი ამისათვის. ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ვიცნობდი ისეთ დიდებულ ადამიანს, როგორიც მერაბ კოსტავა იყო. უდიდესი სულიერი და ინტელექტუალური განვითარების პიროვნება თავად ძალიან თავმდაბალი გახლდათ. მისაბაძი მაგალითი ქრისტიანობისა და რაინდობისა.
ჩვენება გიორგი მთაწმინდელის დედისა, მისი ნეტარი ვაჟის შობის წინ
მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიელები მოწადინებული იყვნენ კავკასიის ქვეყნების სრული ანექსია მოეხდინათ. ამ პერიოდში მათ მოახერხეს, გააუქმეს და შეიერთეს სომხური სამეფო-სამთავროები. სომხურმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა. იგივე ბედს უმზადებდნენ ბიზანტიელი იმპერიალისტები საქართველოსაც. საქართველოს მეფეები, ჯერ გიორგი I და მერე მისი ვაჟი, ბაგრატ IV, სულაც არ იყვნენ ჯაბანნი და დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ბერძნებს. ბიზანტიელებმა ბაგრატ მეფის წინააღმდეგ ხან მის ნახევარძმა დემეტრე უფლისწული გამოიყენეს, ხან ლიპარიტ ერისთავს ეხმარებოდნენ. ბაგრატ მეფეც არ ეპუებოდა ბიზანტიურ პოლიტიკას და სომეხთა თხოვნით დაიკავა სომხური ქალაქი ანი...
ლოვარდ ტუხაშვილი - ბიძინა ჩოლოყაშვილი
იდუმალების ხიბლით მოცული ირუბაქიძეთა განაყარია "უბედო გვარი" ჩოლოყაშვილთა. სისხლის წვიმების დროს ზეობდნენ ისინი სამხედრო, სასულიერო და დიპლომატიურ ასპარეზზე
„თავი ჭირსა არ დამრიდად“
ჩვენი კალენდარი: 1911 წლის 16 სექტემბერს აღესრულა მიქაელ თამარაშვილი - მან გმირულად გასწირა თავი მოყვასის გადასარჩენად.
1 2 3 4

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq