|
|
14 სექტემბერი ღირსი სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეა. იგი კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა.
ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე.
|
|
წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, რომელთა ხსენებაც არის 12 სექტემბერს, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას.
წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325).
|
|
ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში - ამოსი), ვისი ხსენებაც აღესრულება 12 სექტემბერს, 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.
|
|
8 სექტემბერს არის ღირსი ადრიან (ერში აზნაური ანდრეი ზავალიშინი) ონდრუსოველის ხსენების დღე.
ერთხელ, ირემზე ნადირობის დროს 1493 წელს ის შემთხვევით გადაეყარა ღირს ალექსანდრე სვირელს და მას შემდეგ ხშირად აკითხავდა ხოლმე წმინდანს მისგან დამოძღვრისა და დარიგებების მოსასმენად.
|
|
7 სექტემბერს აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი (VI).
ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმერთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
|
|
წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩვენს აწინდელ ხანას ”ბოლო ჟამს” უკავშირებენ, საკმარისზე მეტია.
|
|
წმიდა მოწამე ლუპე, ვისი ხსენებაცაა 5 სექტემბერს, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო.
იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
|
|
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი, რომლის ხსენებაც არის 5 სექტემბერს, 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს.
ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა განსწავლა.
|
|
წმიდა მოციქული თადეოზი, ვისი ხსოვნაც აღესრულება 3 სექტემბერს, ტომით ებრაელი იყო. იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა.
იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა.
|
|
მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან - თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ძეებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა.
|
|
|
|