|
|
29 ივლისს არის ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451). მეოთხე მსოფლიო კრება, რომელშიც 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა, 451 წელს, მარკიანეს (450-457) ზეობისას შედგა ქალაქ ქალკედონში. დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვცემდეთ მხოლოდ ერთ - ღვთაებრივ ბუნებას.
|
|
27 ივლისს არის ხსენება წმიდა მოციქულ აკვილასი, რომელიც სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა“ - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3).
|
|
წმიდა მოწამე იუსტოსი, რომლის ხსენებაც აღესრულება 27 ივლისს, წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო.
|
|
25 ივლისს აღესრულება ხსოვნა წმიდა მოწამეთა - პროკლესი და ილარიოსი. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად. უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად.
|
|
ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში - მანუელი), ვისი ხსენებაც აღესრულება 25 ივლისს, მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ VI ბრძენს (886-912) ენათესავებოდა. იგი დაახლოებით 894 წელს დაიბადა კაპადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწეობის გარკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა - იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა ბერად.
|
|
წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ.
|
|
ღირსი ანტონი პეჩორელი (+1073), რომლის ხსენებაც არის 23 ივლისს, დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ყმაწვილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა.
|
|
წმიდა დიდმოწამე პროკოპი (ნათლისღებამდე - ნეანი), რომლის ხსენებაც არის 21 ივლისს, იერუსალიმში დაიბადა III საუკუნეში. მამამისი - დიდებული რომაელი ქრისტეფორე, ქრისტიანი იყო, დედა კი წარმართულ კერპებს სცემდა თაყვანს. ნეანის მამა ადრე გარდაიცვალა, დაობლებული ჭაბუკი დედამ აღზარდა. ბრწყინვალე საერო განათლების მიღების შემდეგ იგი ახალაღსაყდრებულ იმპერატორს - დიოკლეტიანეს წარუდგინეს, რომელსაც მოეწონა ჭაბუკი და თავისი ლაშქრის ერთ-ერთი ნაწილის მხედართუფროსად დანიშნა.
|
|
წმიდა მოწამე ლუკია ქალწული და მისი თანამოწამენი: რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსე, კაპიკე და სატური (+301) ეკლესიის მიერ მოიხსენებიან 19 ივლისს.
წმიდა ლუკია იტალიაში, კამპანიის ოლქში დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე უფალს უძღვნა თავი და მკაცრად და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.
|
|
რუსეთის სამეფო სახლის კანონიზაცია პრაქტიკულად განხორციელდა ორ ეტაპად:
რუსეთის საზღვარგარეთულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოახდინა ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის კანონიზაცია 1981 წელს.
მოგვიანებით რუსეთის იფიციალურმა ეკლესიამ დააყენა კანონიზაციის საკითხი და 1992 წლიდან სინოდალურმა კომისიამ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. 2000 წლის სამღვდელმთავრო კრებაზე რუსეთის სამეფო ოჯახი წმინდანთა დასში ჩარიცხეს.
|
|
|
|