საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

კახეთის მეფეთა პორტრეტები ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში
ლევან ჭოღოშვილს, რამდენსამე სხვა, ამავე თაობის ფერმწერთან ერთად, საკუთარი და თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი ჩვენში ისტორიული ჟანრის არა მხოლოდ აღორძინებაში, არამედ ქართული კულტურის თავისთავადობის კარგად წარმომჩენ დონეზე ხორცშესხმაშიც. ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში ცოცხლობს გარდასული ეპოქების სული დიდი ინტენსივობითა და დამაჯერებლობით.
ლევან ჭოღოშვილი
ლევან ჭოღოშვილმა შვიდი მეფის პორტრეტი შექმნა გრემის მუზეუმისთვის: “ლევანი”, “ალექსანდრე I “, “თეიმურაზ I”, “გიორგი III”, “დედოფალი ქეთევანი”, “თეიმურაზ II”, “ერეკლე II”. ამ სერიამ ისე გაითქვა სახელი, რომ 90-იანი წლების ბოლოს მას თბილისის ნავთობის კომპანიისთვისაც დაუკვეთეს მეფეთა პორტრეტები“.
გიორგი გეგეჭკორი
“გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრები დაცულია მუზეუმებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში, აგრეთვე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; მხატვარი ინტენსიურად მუშაობს პორტრეტულ ჟანრში. შესრულებული აქვს მრავალი ჯგუფური და ინდივიდუალური პორტრეტი. 1995 წლიდან მხატვარი მუშაობს ქართველ მეფეთა და გამოჩენილ მოღვაწეთა პორტრეტების სერიაზე – შექმნილი აქვს ამ სერიის 40–მდე ნამუშევარი“.
ბორის ჯიმშირაული
ლ. ტაბიტაშვილი
მეფეთა მხატვარი
ბატონ გურამს მეფეთა პორტრეტებისა და მეფე წმინდანთა ხატების მთელი სერია აქვს შექმნილი. დახატული აქვს ასევე დედოფლები: ნანა, თამარი, ქეთევანი, შუშანიკი, რუსუდანი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქალაქ რუსთავის ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტებმა ლერი ბარათელმა და თემურ კობახიძემ კალენდრისათვის გაერთიანებული საქართველოს მეფეთა პორტრეტები შეუკვეთეს. ამ დროს შექმნილი მეფეთა პორტრეტები გამოირჩეოდა მკვეთრი ინდივიდუალური ხასიათით. ყველა მეფეს ჰქონდა ორიგინალური, ვაჟკაცური და ამასთან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხიბლი.
1

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq