|
|
22 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოწამე ანტონისა. იგი ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის ნეტარი ხეზე დაჰკიდეს, საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.
|
|
20 აგვისტოს არის ხსენება ღირსი პიმენ მრავალსნეულისა. პიმენი ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს.
მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა.
|
|
20 აგვისტოს არის ხსენება ღირსმოწამე დომენტი სპარსისა და მისი ორი მოწაფისა. დომენტი სპარსი წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, ვიდრე სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება.
ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა.
|
|
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები.
სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
|
|
წმიდა მოწამე ევსეგნიოსი, ვისი ხსენებაც აღესრულება 18 აგვისტოს, ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი ათწლეულის მანძილზე მსახურობდა იგი რომაელი იმპერატორების: დიოკლეტიანეს, მაქსიმიანე ჰერკულესის, კონსტანტინე ქლორუსის, კონსტანტინე დიდისა და მისი ძეების ლაშქარში.
კონსტანტინე დიდის მეფობის დასაწყისში ევსეგნიოსმა საკუთარი თვალებით იხილა გამარჯვების მაუწყებელი ბრწყინვალე ჯვრის გამოჩენა ცაზე.
|
|
წმიდა მოწამე იოანე მხედარი, ვისი ხსენებაც აღესრულება 12 აგვისტოს, მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. ის იყო ფარული ქრისტიანი და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა უფალს.
მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
|
|
წმიდა სამოცდაათთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე, რომელთა ხსენებაც აღესრულება 12 აგვისტოს, მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ.
იერუსალიმის პირველ ეკლესიაში წმიდა შილა იყო კაცი პატივდებული და „შერაცხილი ძმათა შორის“ (საქმე, 15;22). კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
|
|
ღირსი პავლე ქსეროპოტამელი (ერობაში - პროკოპი) იყო ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ კუროპალატის ძე. ღრმად და საფუძვლიანად განსწავლული მეფისწული თანამედროვეთა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. ნეტარი განერიდა ყოველივე წარმავალს და მთაწმინდას, ქსეროპოტამად წოდებულ ადგილს მიაშურა. აქ დედოფალ პულქერიას მიერ წმიდა ორმეოცი მოწამის სახელზე აგებული მონასტერი უკვე ჩამოქცეულიყო. უკაცრიელ ნანგრევებში წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო, შიგ დამკვიდრდა, მალე ბერადაც აღიკვეცა და პავლეს სახელით შეუდგა მოსაგრეობას. ღირსი მამა თავმდაბლობის გამო არავისთან ავლენდა თავის განათლებას, მაგრამ მკაცრმა, ასკეტურმა ცხოვრებამ მას მალე გაუთქვა სახელი. ღირს მამას პავლე ქსეროპოტამელი შეარქვეს, იმ სავანეს კი, სადაც ის მოსაგრეობდა, დღესაც ქსეროპოტამს (დამშრალ ნაღვარევს) უწოდებენ.
|
|
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესთა ხსენება აღესრულება 8 აგვისტოს. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა. ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის.
|
|
ღირსმოწამე პარასკევა, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 აგვისტოს, კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.
|
|