საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა ანატოლი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+458)
16 ივლისს არის ხსენება წმიდა ანატოლის - კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა. წმიდა ანატოლი ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს.
წმიდა მოწამე იაკინთე (+108)
16 ივლისს არის წმიდა მოწამე იაკინთეს ხსენების დღე. წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს კარზე მსახურობდა. ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.
წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი (+დაახლ. 458)
წმიდა იუბენალი, ვისი ხსენებაც არის 15 ივლისს, 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმიდა კირილე ალექსანდრიელი თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც.
წმიდა ფოტიუსი - კიევის მიტროპოლიტი
15 ივლისს არის კიევის მიტროპოლიტის - ფოტიუსის ხსენება. იგი ბერძენი იყო წარმოშობით. დაიბადა საბერძნეთის ქალაქ მონემვასიაში. ყმაწვილობიდან განრიდებული იყო საერო ცხოვრებას და ღვთივგანბრძნობილი ბერის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. 1408 წელს, როდესაც ფოტიუსი იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში პატრიარქთან, კიპრიანეს აღსრულების შემდგომ დადგა რუსეთის კათედრის დაკავების საკითხი; პატრიარქმა მათემ არჩევანი სწორედ ფოტიუსზე შეაჩერა.
ღირსი მამები: სერგი და გერმანე ვალაამელები
ღირსი მამები სერგი და გერმანე ვალაამელები, რომელთა ხსენება აღესრულება 11 ივლისს, არიან კუნძულ ვალაამზე სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლები. ამ კუნძულზე ჯერ კიდევ I საუკუნეში უქადაგია ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს, წარმართული კერპები შეუმუსრავს, ქვის ჯვრები აღუმართავს და ახალმოქცეულთათვის მოძღვრებიც დაუდგენია.
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა კვიროს და იოანესი
11 ივლისს არის ხსენება წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროსისა და იოანესი, რომელთა ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა.
წმიდა მოსაგრე დავით თესალონიკელი
ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), რომლის ხსენებაც აღესრულება 9 ივლისს, წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას.
ანტონი დიმელი
ღირსი ანტონი დიმელი დაიბადა ნოვგოროდში დაახლოებით 1157 წელს. მას შემდეგ, რაც მან ეკლესიასი გაიგონა: ,,ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“(მათე -16,24), მან გადაწყვიტა დაეტოვებინა სოფელი და ბერად შემდგარიყო.
წმიდა მეთოდე - პატარელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312), რომლის ხსენებაცაა 3 ივლისს, პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა.
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ბიქტორი და სტეფანიდა (II)
ღირსი მატრონა (+დაახლ. 492)
ღირსი მატრონა, ვისი ხსენებაც არის 22 ნოემბერს, დაიბადა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.
gaq