საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-20
მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (303); მღვდელმოწამისა მარკელინესი, რომის პაპისა, მოწამეთა: სისინიოს და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგიოსისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკიანასი და არტემია მეფის ასულისა (304-310); მოწამეთა: კალერიასი (ვალერიასი), კვირიაკიასი და მარიამისა (284-305).
წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი, ვისი ხსოვნაც არესრულება 20 ივნისს, გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც.
gaq