საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

პოჩაეველი სასწაულთმოქმედი – ნეტარი მამა ამფილოქე
News.ge

12 მაისს მართლმადიდებლები აღნიშნავენ პოჩაეველი ბერი ამფილოქეს ხსენების დღეს. ნეტარმა ბერმა,  რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სახელი გაითქვა სულიწმინდის მადლით ქმნილი სასწაულებით. მოგითხრობთ რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ.  

ბიჭუნას აღდგინება.

ერთხელ, როდესაც ბერი მთელი დღით იყო ავადმყოფთან წასული, მოუყვანეს 13 წლის მომაკვდავი ბიჭუნა. ბერი გვიან ღამით დაბრუნდა და შეიტყო, რომ დახმარების გარეშე დარჩენილი პატარა გარდაცვლილიყო. მამა ამფილოქე მიუახლოვდა სკამლოგინს, რომელზეც გარდაცვლილი ბავშვი იწვა, დაიხარა მისკენ და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ პირჯვარი გადაწერა და ბიჭუნამ თვალები გაახილა. ბერმა განკარგულება გასცა, საჭმელი მოეტანათ მისთვის.

 უეცარი ელდა.

ესტუმრა  ბერს  საშუალო ასაკის ცოლ–ქმარი. შემოვიდნენ ეზოში და ერთდროულად დაკარგეს გონება. როდესაც გონება დაუბრუნდათ, შემდეგი რამ  გაირკვა: მათი ერთადერთი ქალიშვილი თოთხმეტი წლის მანძილზე ყოფილა პარალიზებული. ბევრი ექიმისათვის მიუმართავთ, მაგრამ ვერავინ დახმარებიათ. ბოლოს მათ ურჩიეს ბერისათვის მიემართათ. ერთი თვის წინ ჩამოუყვანიათ აქ ქალიშვილი. ბერს გოგონა თავისთან დაუტოვებია და უთქვამს, თვე რომ გავიდოდა,  ჩამოსულიყვნენ.   ჰოდა, ჩამოვიდნენ და დაუნახავთ, როგორ მორბოდა მათკენ მათი ქალიშვილი.   შემდეგ მოხდა ის, რითაც იწყება ეს პატარა მოგონება.

                                                   მადლიერი  ხელისუფალი

 კომუნისტური  ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს უკრძალავდნენ ბერთან სტუმრობას, აუქმებდნენ ავტობუსის მარშრუტებს, მაგრამ ხალხი ფეხით მიდიოდა. ერთხელ ბერთან ჩავიდა  პარტიის ტერნოპოლის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. ჩამოუყვანა ერთადერთი შვილი. 19 წლის ბიჭს ფეხზე სარკომა ჰქონდა და ექიმებმა ამოწურეს დახმარება. ბერმა  გასინჯა ხელისუფლების მოხელის ვაჟი  და ორი კვირით დაატოვებინა თავისთან, თან გააფრთხილა, რომ მხოლოდ ლოცვებით უმკურნალებდა. მდივანმა ბინად შვილი უახლოეს სოფელში  მოათავსა. ბერის კურთხევით ახალგაზრდა ყოველ დილით მიდიოდა პარაკლისზე  ნაკურთხი წყლის პკურებით, სვამდა ნაკურთხ წყალს, ჭამდა ნაკურთხ საკვებს. ორი კვირის შემდეგ სარკომა უკვალოდ გაქრა. მადლიერმა მამამ საგანგებოდ გამოყო ავტობუსის ახალი მარშრუტი – კრემენეცი–მალაია ილოვიცა.

  ყრუ–მუნჯის ამეტყველება

დნეპროპეტროვსკიდან ჩამოვიდნენ მეგობარი გოგონები – სამკერვალო ფაბრიკის მკერავები. ერთი მათგანი ყრუ–მუნჯი იყო. ბერმა ჰკითხა:

   –რა გქვია? მის მაგივრად მეგობარმა უპასუხა:

 –მამაო, ის ყრუ–მუნჯია! გაჩუმდი, შენ არავინ გეკითხება! – დაუტატანა ბერმა და ისევ ჰკითხა გოგონას სახელი.

 მან რაღაც ამოიღმუვლა, მაგრამ ბერი სულ ეკითხებოდა და ეკითხებოდა. უეცრად გოგონამ სრულიად გარკვევით თქვა:

 –გალია –  და დაუბრუნდა სმენა და მეტყველება. ასეთი საოცრებით შეძრულმა მეგობარმა ტირილი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ სამი წლის ასაკში ბავშვი სასტიკად უცემია დედინაცვალს და შიშისაგან მეტყველება და სმენა დაჰკარგვია...

მაგრამ იყო სხვაგვარი შემთხვევაც –მშობლებმა თავისი ორი ყრუ–მუნჯი შვილი ჩამოუყვანეს ბერს და სხვათა მაგალითებით შეგულიანებულები, თხოვდნენ, მათი შვილებისთვისაც დაებრუნებინა მეტყველებისა და სმენის უნარი. მაგრამ ბერმა ურჩია, ყრუ–მუნჯთა სპეციალიზებულ სკოლაში მიებარებინა ბავშვები.

მშობლები არ ეშვებოდნენ და მაინც ეხვეწებოდნენ დახმარების გასაწევად. მაშინ კი მკაცრად ჩაეკითხა ბერი ბავშვების მამას, ღვთის გმობა ხომ არ ჩაედინა მას. ყრუ–მუნჯთა მამამ თავი ჩაჰკიდა და მწარედ ატირდა.

 –ამიერიდან შენი შვილები  მდუმარენი იქნებიან, ეს შენი სასჯელია ღვთის გმობისათვის! – უფლის განაჩენი განუცხადა ბერმა მწუხარე მშობელს.

   მკვლელი დედა

  1970 წელს ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავისი ავადმყოფი ხუთი წლის გოგონა ჩამოუყვანა ბერს და დაუწყო საუბარი შვილის  ავადმყოფობის თაობაზე, იმის იმედად, რომ ბერი განუკურნავდა ბავშვს. თხოვნის პასუხად მამა ამფილოქემ უეცრად სამზარეულოდან დიდი დანა გამოატანინა დედას, ხელში ჩააბღუჯინა და მკაცრად მიმართა:–მიდი და მაგ დანით დაკალი შენი შვილი! დედამ შიშით შეხედა ბერს და გულზე მიიკრა გოგონა, მაგრამ ბერმა კიდევ უფრო მბრძანებლურად შეუყვირა: –დაკალი, შენ რომ გეუბნებიან!  ქალმა კიდევ უფრო ძლიერად ჩაიკრა ბავშვი გულში და ძრწოლვით შეჰყვირა.  მაშინ ბერმა საყვედურით აღსავსე თვალები მიაპყრო და ჰკითხა: –რაო, შეგეცოდა? ისინი კი არ გეცოდებოდნენ, მუცელში რომ იკლავდი? ისინი ამაზე უკეთესები იყვნენ! სშორედ შენი ცოდვის გამოა, ეს ბავშვი რომ ავადმყოფობს!   

 ცოდვა ბარტყების მიმართ        
 ახალგაზრდა ქალს მიუმართავს ბერისთვის თხოვნით, დაებრუნებინა თვალის ჩინი  დაბადებიდან უსინათლო მისი ვაჟისათვის. ბერს უპასუხნია, რომ ეს სენი შვილს დედის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგად გამოჰყოლია – პატარაობისას, ეს ქალი თურმე ხეებზე ძვრებოდა, ბუდეებიდან ბარტყები ამოჰყავდა და თვალებს უჩიჩქნიდა...ქალს გული ამოუჯდა და ტირილი დაიწყო, მასთან ერთად ტიროდა ბერიც.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq