საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

– მან ქუშტემ ჩაღატა!
ეს ამბავი საქართველოს უმეფობის ხანაში მოხდა. მონღოლები ალამუთს იყვნენ საბრძოლველად, სადაც თავიანთ გვერდით საკუთარი ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფ ქართველებსაც აომებდნენ. მულიდების, იგივე ასასინების ციხე-სიმაგრეს თავდაუზოგავ ფანატიკოსთა ორდენის წევრები დარაჯობდნენ; ამადაც იყო, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა შვიდ წელიწადს გაგრძელდა მონღოლებსა და მულიდებს შორის.
აწყურის ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები
,,ხატი ესრეთ მართლიად წარმოემართა გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარცა საჩინო მხედარი და აღვირითა მპყრობელი და მმართებელი''. ღვთის განგებით ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. ,,და იქმნა დიდებული სასწაული – განათდა, განბრწყინდა მთელი სამცხე. ,,სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი''. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ,,რაიმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?''
ქართველთა სარწმუნოება, დედა ღვთისმშობელი და საქართველოს ქრისტიანული სიწმინდენი
საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა – ქართველების 95% მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია. საქართველოს უდიდესი სულიერი სიმდიდრეა ის ქრისტიანული სიწმინდენი, რომლებიც ქვეყნის წმიდა ადგილებსა და მართლმადიდებლურ კერებშია დაცული.
,,გარდამოხსნა“
შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცული დიდი მხატვრული ღირებულების ქართულ ნაქარგობათა ნიმუშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ,,გარდამოხსნათა“ მრავალფეროვან კოლექციას. ,,გარსმოხსნები“ სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთებისაგან განსხვავდებიან იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ ზედაპირზე ამოქარგული გამოსახულება ორნამენტებს ან ცალკეულ ფიგურას კი არ შეიცავს, არამედ მრავალფიგურიან სიუჟეტურ კომპოზიციას, რომელიც დაკავშირებულია საუკუნეების მანძილზე შემუშავებულ და დაკანონებულ ქრისტიანულ იკონოგრაფიასთან.
დაფარულ სიწმინდეთა საიდუმლო
როცა ქართველი ერის უდიდეს სიწმინდეებზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესი წმიდათა წმიდა საუნჯე ჩვენთვის იყო, არის და იქნება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია - თვით ღმერთის მიერ ამქვეყნად დაფუძნებული ცხოვრების წყარო, ჩვენი ხსნის, შემოქმედთან დაბრუნებისა და სამარადისო ბედნიერი არსებობის დასამკვიდრებელი გზა და საშუალება. სხვა ყოველივე კი მხოლოდ ნაწილია ამ უდიდესი საუნჯისა.
მღვდელმოქმედებული სეფისკვერი
"ქართლის ცხოვრება" - "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" მოგვითხრობს მოვლენის შესახებ, რომლის თვითმხილველი მემატიანე სიტყვებს არ ზოგავს, რათა ღირსეულად აგვიწეროს: "სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი".
ლელას საბუხარები
საბუხარები მაჯებზე ჩამოსაცმელი ვიწრო შესამოსელია, რომლებიც ზონრებით იკერება. ისინი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ საიდუმლოს არა საკუთარი, არამედ ღვთის ძალითა და მადლით აღასრულებს. მეორე მხრივ, საბუხარები იმ ხუნდებსაც გვახსენებს, რომლებითაც მაცხოვარს ვნების დროს ხელები ჰქონდა გაკრული.
მამა დავით გარეჯელი
მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქ(უ)აშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ევგენიელ მოწამეთა ნაწილთა პოვნა (394-423)
22 თებერვალს (7 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს პოვნას ნაწილთა მოწამეთა ევგენიაში (+395-423).
როგორ მოკლეს წმ. დოსითეოზ ქუთათელი (ნ. დურნოვოს მიხედვით)
რუსებმა მთავარმართებლისა და ეგზარქოს თეოფილაქტეს ბრძანებით გასცეს განკარგულება დაეპატიმრებინათ გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები, ექვთიმე გენათელი და დოსითეოზ ქუთათელი, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq