|
ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატთმებრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.
|
|
წმიდა მოწამენი რუთინა დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს.
|
|
6 (19) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის (+582) ხსენების დღეს.
|
|
მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმიდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“
|
|
წმიდა ნიკიტას ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა.
|
|
2 (15) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამენი: ამფიანეს და ედესის (+306) ხსენების დღეს.
|
|
2 (15) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ტიტე, საკვირველთმოქმედის (IX) ხსენების დღეს.
|
|
წმიდა ევბულია , დიდმოწამე პანტელეიმონის დედა, მშვიდობით მიიცვალა ვაჟის მოწამეობრივ აღსასრულამდე.
|
|
ღირსი ილარიონ ახალი სიყრმითგან უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმიდისათვის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პელიკიტის მონასტრის იღუმენად.
|
|
ღირსი სტეფანე აღმსარებელი ეწამა ხატთმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს.
|