|
წმიდა მოწამე საბიანე (+287) ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბიანე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს.
|
|
13 (26) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა: აფრიკანის, პუბლის და ტერენტისი (II).
|
|
846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.
|
|
კათოლიკოს ევდემოზის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით ქვეყანაში ისევ ცოცხლობდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ნელ-ნელა მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.
|
|
წმიდა მოწამე ეპიმახო წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს ცხოვრობდა დაყუდებულად პილუსიის მთაზე. ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს (დაახლ. 250 წ.) წმიდა ეპიმახო ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება.
|
|
10 (23) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა: კონდრატე ნიკომიდიელის, სატორინის, რუთვინისი და სხვათა (III).
|
|
20 მარტს არის ხსენება პავლე „უბრალოსი“. ანტონი დიდი მასზე ამბობდა: „სარწმუნოებაში წარმატებულებს მხოლოდ მცირე ეშმაკთა განსხმა ძალუძთ, თავმდაბლებს კი, როგორიც პავლე უბრალოა, თავად დემონთა მეუფებაზე აქვთ ხელმწიფება“.
|
|
თვინიერებითა და უბრალოებით პავლემ მიაღწია სულიერ სრულყოფილებას და მიიღო უფლისაგან არაწმინდა ძალებზე მბრძანებლობის უნარი - შეიძინა ეშმაკთა განსხმის ნიჭი. მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა დახმარების სათხოვრად. სულიერი მამის კურთხევით ის ყველას ეხმარებოდა.
|
|
6 (19) მარტს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღინიშნება წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნა (326).
|
|
ღირსი გერასიმე, რომლის ხსენების დღეც არის 17 მარტი, ბერად აღკვეცის შემდეგ თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა.
წმიდა გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ ბერისა და ლომის მეგობრობაზე.
|