საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

8 აპრილი - ხსენება ღირსი ბასილი ახლისა (+დაახლ. 334)
წმიდა ბასილისკეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმიდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს.
ხარება
გავიხსენოთ რა ლამაზად აქვს მოთხრობილი ყოვლადწმინდა მარიამის ხარების ამბავი ლუკა მახარებელს. მართალია, თანამედროვე ენაზე თარგმილი სახარება კარგია, მაგრამ კანონიკური სახარების არა მარტო ენაა ულამაზესი, არამედ მადლიც გაცილებით მეტია, ვინაიდან ის წმინდა ქართველი მამების, ქართული ეკლესიის მნათობების მიერ არის თარგმნილი და რედაქტირებული.
6 აპრილი - ხსენება წმიდა არტემონ სელევკიელისა (I-II)
წმიდა არტემონ სელევკიელი (I-II) დაიბადა და ცხოვრობდა ქ. სელევკიაში (მცირე აზია). ღვთისმოსავ და გულმოწყალე წმიდა არტემონს წმიდა პავლე მოციქულმა დაასხა ხელი ქალაქის პირველ ეპისკოპოსად.
ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი
ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV) მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულში. ღირსი მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით: ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ ღებულობდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით.
დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ
კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა“. მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის.
4 აპრილი - ხსენება წმიდა ისააკ მონაზონისა (+383)
ვალენტინის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევით კონსტანტინოპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა.
4 აპრილი - ხსენება წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელისა (+662)
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.
ზოგრაფი - გაფრთხილება ჭეშმარიტი აღმსარებლებისადმი
ივერონში 13 (26) მაისი წმიდა მოწამეთა სულების ხსენების დღეა: ლათინებმა დაარბიეს ივერონის და ვატოპედის მონასტრები, რომლებიც მათ მწვალებლურ აღმსარებლობას არ დამორჩილდნენ. ქართველი და ბერძენი ბერები ზოგი დახოცეს და ზოგი ტყვედ გაჰყიდეს...
2 აპრილი - ხსენება ღირსთა მამათა, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილთა (+796)
VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმიდა საბა განწმენდილის ლავრა, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისათვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი.
2 აპრილი - ხსენება: წმიდა ფოტინე და ძენი მისნი ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+დაახლ. 66)
წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq