|
|
თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.
|
|
ეს წერილი 1946 წლის 5 იანვარს დაიწერა, მისი ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე გახლავთ. წერილი იმ დროისთვის "ქართული საბჭოთა პრესის ფლაგმანად" წოდებულ გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას მთელი საქართველო წაიკითხავდა.
|
|
ხშირად გაიგონებთ, რომ „ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად აჭარაში შემოვიდაო“. ეს არ არის მართალი. ცნობილია, რომ იგი ხმელეთით მოგზაურობდა, ძირითადად, ამგვარად, სანამ აჭარაში შევიდოდა მას უნდა გაევლო სხვა ტერიტორია, რომლებიც აჭარას ესაზღვრება. აჭარის სამხრეთით და მერე დასავლეთით ლაზეთია. ლაზეთი კი ქართველებით იყო დასახლებული უძველესი ეპოქიდან. ლაზეთმა მისცა საქართველოს თვითდასახელება, ეთნონიმი. ადრე ლაზეთს ერქვა ქალდეა. მეცნიერების აზრით, ქალდეადან უნდა იყოს ნაწარმოები სიტყვა ქართლი (ქალდი-ქართი, ქალდუ -ქართუ, ქალდეველი- ქართუელი).
|
|
იმასაც თუ არ დავივიწყებთ, რომ ქართულ ეკლესიაში „აფხაზეთის კათოლიკოსის“ თანამდებობაც არსებობდა, კიდევ ერთ საბუთს ვიშოვნიდით აფხაზების ქართველობის სასარგებლოდ. აფხაზეთის კათოლიკოსს საუკუნეების მანძილზე ჰქონდა რეზიდენცია და ტახტი ბიჭვინთაში. აფხაზეთის კათოლიკოსი იქ იჯდა, სადაც მრევლი ქართველი იყო და ეკლესიისა და ხალხის სამეტყველო ენაც ქართული. სხვაგვარად წარმოუდგენელია ქართველი კათოლიკოსის ყოფნა ბიჭვინთაში.
|
|
ქართულ ელექტრონულ მედიაში ძალიან ხშირად გაისმის ტერმინი „დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი". ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ანუ ნამდვილად ეს ტერიტორია არის სამხრეთ ოსეთი („დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ ოდნავ ნაკლები სისულელეა).
უფრო მეტიც, იდეოლოგიური სენი უფრო წინ წავიდა და გაჩნდა ტერმინი „დე-ფაქტო ოსეთი“.
|
|
გადმობეჭდილია - http://kusita-tekla.blogspot.com/
|
|
330 წლის 11 მაისს იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოაცხადა, რომ რომის იმპერიას ექნება ახალი დედაქალაქი ბოსფორის სრუტესთან, სახელწოდებით - ახალი რომი, კონსტანტინოპოლი.
|
|
ჩვენი წინაპრებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო სრულიად საქართველოს ბუნებრივ საზღვრებში აღდგენა.
|
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|