საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

აწყურის ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები
ლელა ჩხარტიშვილი

არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა

1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. შეიქნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი. აღდგნენ მესხნი და ქართლში გადასახლდნენ. მათი მწირობა შვიდ წელიწადს გაგრძელდა. ირანს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში ,,არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა''. გამოიძიეს მიზეზი. თქვა ზოგიერთმა: ,,საქართველო რომ დავლაშქრეთ, ერთი საყდრიდან დიდი პატივით შემკული ფიცარი წამოვიღეთ, ჯერ კიდევ მგზავრობისას ვნახეთ მის მიერ მოხდენილი სასწაული – საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდა; ეს რისხვაც უეჭველად მისგან მოგვევლინა; სჯობს, მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში გავუშვათ''. იპოვეს ხატი, მაგრამ მის წაღებას შიშით ვერავინ ბედავდა! ბოლოს ასე მოიქცნენ: ხატი უხედნელ ცხენზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს.

,,ხატი ესრეთ მართლიად წარმოემართა გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარცა საჩინო მხედარი და აღვირითა მპყრობელი და მმართებელი''. ღვთის განგებით ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. ,,და იქმნა დიდებული სასწაული – განათდა, განბრწყინდა მთელი სამცხე. ,,სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი''. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ,,რაიმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?'' იმ დროიდან იმ ადგილს ელავსი ეწოდებოდა. მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანი სცეს წმიდა ხატს. ადიდეს ღმერთი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ,,ცრემლითა მხურვალითა ღაღად-ჰყვეს'' მის მიმართ: ,,კურთხეულ არს მოსვლა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო. რასათვის დაგვიტევენ ესოდენთა ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღმრთო ნათელი ძისა შენისა?!'' ქართლში გადახვეწილმა მესხებმაც შეიტყვეს ეს ამბავი და დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მეფე კონსტანტინემ არ გამოუშვა. ხოლო მათ, როდესაც ,,ჰპოვეს ჟამი მარჯვე'', ერთ ღამეს ადგნენ და გამოიპარნენ. შეიტყო კონსტანტინემ, ,,აღიმხედრა ლაშქრითა თვისითა და დევნა უყო'', როგორც ოდესღაც ფარაონმა ისრაელთა ერს. მოუბრუნდნენ მესხნი და აწყურის ღვთისმშობლის სახელით დაამარცხეს მდევარი. ხოლო ,,მეფე ლტოლვილი მცირედითა მხედრითა განერა და უკუნ იქცა''. ხოლო მესხნი ძლევაშემოსილნი მშვიდობით გამობრუნდნენ, ადიდებდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამცხეში მოვიდნენ.

ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება ხატისა თვისისა არა თავს-იდვა

გავიდა ორი წელი. სიკეთის მოძულე ეშმაკმა თათარნი აღძრა ქრისტიანთა წინააღმდეგ. სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესია ,,ურიცხვითა ერითა''. მათ ,,იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა. ახალციხის დაწვის შემდეგ – მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყვერისასა''. დაწვეს, მოაოხრეს ქალაქი, მაგრამ ციხის აღება ვერ მოახერხეს. ამ ციხეში გადამალული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მტერმა მესხებს პირობა მისცა, რომ აწყურის ციხესა და საყდარს არ ააოხრებდა. მესხები შეცდნენ, მტერს მიენდვნენ და ციხის კლიტენი მიართვეს ,,უღმრთოსა მას მთავარსა'', მაგრამ სპარსელებმა გატეხეს სიტყვა და ,,მიეტევნეს ვითარცა მხეცნი''. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ,,იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე საყდრისა''. ხოლო პატიოსანი თვლებით შემკობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დაატყვევეს და უსჯულო იაყუბ ყაენს მიართვეს. მან ,,ბილწითა ხელითა თვისითა განძარცვა შემკობილება ხატისა'' და ცეცხლში ჩააგდო. ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედითაც არ შეხებია, ,,არცთუ ნაბრძვილი აჩინა''. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა არამართლმადიდებელმა ,,ქრისტიანმა'' იხილა, მოიპარა ხატი, თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო, მაგრამ ერთ ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და დაემუქრა: ,,უკეთუ არა წარმიყვანო ქვეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა''. მივიდა ეს კაცი მანუჩარ და ყვარყვარე ათაბაგებთან და ყოველივე მოუთხრო. ,,ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა''. სწრაფად წარგზავნეს სარწმუნო კაცები, რომელთაც წამოასვენეს წმიდა ხატი, ,,აღიყვანეს და დაასვენეს საყდარსა თვისსა აწყუერისასა''. ეს მომხდარა 1486 წლის 25 სექტემბერს.

მალე ღვთის რისხვა ეწია იაყუბ ყაენსა და მის სანათესაოს – სხვადასხვაფერი სიკვდილით ერთნაირად მოისრნენ: ,,მცირესა ჟამსა სრულიად დაემხუნეს და მოისპნეს და აღოხრდეს''. იაყუბმა, იმავე ხელებით, რომლითაც წმიდა ხატს მახვილი შეახო, საწამლავი მოამზადა და შესვა, იგივე ,,მომაკვდინებელი სასმელი'' დაალევინა საკუთარ დედასა და ძმას. ,,და ვითარცა სვეს, ერთბაშად მოსწყდეს ერთსა შინა ჟამსა სიკვდილითა სალმობიერითა''. ხოლო მათი ნათესავები ზოგი მახვილით, ზოგიც უცნაური სიკვდილით ,,მოისრნენ'', რადგან ,,ყოვლაწმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება ხატისა თვისისა არა თავს-იდვა''. და ისეთი რისხვა მოუვლინა, რომ დღემდე მათი მოდგმა ,,არღარა სადა იპოვების''.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq