|
|
მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: "არისტოკრატიული თუ სახალხო მონარქია". მსოფლიოში მონარქიის რამდენიმე სახეა გავრცელებული. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქიაა (აზიის ქვეყნები), ზოგიერთ სახელმწიფოში შეიხებს, ამირებს და სხვა არისტოკრატებს დიდი უფლებები აქვთ (აზია), ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში კი სახალხო მონარქიაა.
ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ, რათა შევთანხმდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მზად ვიყოთ, იქნებ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოში მონარქიის აღდგენა.
|
|
კუპრაძეები — მოკლე ვერსია
კუპრაძე ძველი ქართული გვარია, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია გურიაში — ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში, ასევე იმერეთსა და სამეგრელოში. გვარის ფუძედ მიჩნეულია ძველი საკუთარი სახელი „კუპრა“, საიდანაც წარმოიშვა ასევე ფორმები: კუპრავა, კუპრაშვილი და კუპრასძე.
კუპრაძეთა გვარის უძველესი კვალი XIII საუკუნეში ჩანს, როდესაც „კუპრასძე“ მოხსენიებულია გელათის მონასტრისადმი შეწირულების საბუთში. XVII საუკუნის დოკუმენტებში კუპრაძეები უკვე იმერეთსა და ზემო ქართლშიც ფიქსირდებიან როგორც მიწის მფლობელები და სამართლებრივი აქტების მოწმეები.
გურიაში კუპრაძეები განსაკუთრებით მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ეკლესიასთან. გვარში მრავლად იყვნენ მღვდლები, დიაკვნები, მედავითნეები და ბერდიაკონები, რომლებიც ლანჩხუთისა და ოზურგეთის ეკლესიებში მსახურობდნენ.
XIX საუკუნის საბუთებში ჩანს კუპრაძეთა სამამულო და სისხლის სამართლის საქმეებიც, რაც ძველი ქართული თემური სამართლის საინტერესო სურათს გვაძლევს. მოგვიანებით გვარის ნაწილი თავადაზნაურობის საქმეებშიც ფიგურირებს.
კუპრაძეთა გვარში განსაკუთრებით აღსანიშნავია აკადემიკოსი ვიქტორ კუპრაძე — ქართველი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. დღეს გვარი ფართოდ არის გავრცელებული გურიაში, იმერეთში, თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
|
|
სხვადასხვა ქვეყნის მეფეები ცდილობდნენ თავის გერბებზე მნიშვნელოვანი რამ გამოესახათ. ხშირად ხელოვნური, ნაძალადევი, გამოგონილი რაღაცეებიც გამოსდიოდათ. ქართველ მეფეებს კი არაფერი ჰქონდათ გამოსაგონი, ისინი ღმერთმა დაადგინა იმ ქვეყნის მეფეებად, რომლის ცენტრშიც უდიდესი სიწმინდე განისვენებს – მაცხოვრის კვართი.
|
|
კირიონ II როლი ჩვენს ქვეყანაში ჯეროვნად დაფასებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს ჩვენმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა შესწავლილი არ არის სათანადო დონეზე. მისი აღნიშნული წიგნი კი არის გადატრიალება რუსეთის ისტორიაში, რომელსაც დამფასებლები სჭირდება. ადრეც ვწერდი და დღესაც გავიმეორებ, ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა დაისწავლოს და რუსებსაც უნდა წააკითხოს და გააგებინოს, რაოდენი დამსახურება მიუძღვის ივერიას რუსეთის წინაშე და რომ ამას დაფასება სჭირდება და არა უმადურობა.
|
|