|
|
აქ ლაპარაკია ბაგრატ მეფის მეორე ქორწინებაზე. მანამდე მეფეს ჰყავდა ცოლი, ელენე დედოფალი, რომელიც შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ისტორიულ წყაროებში დედოფალ ელენეს წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ არის. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ის შეიძლება ყოფილიყო ტრაპიზონის იმპერატორის, ბასილის ასული, ელენე დიდი კომნენოსი.
|
|
დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში : Il designo della prima parte delasia... / Giacomo di Gastaldi ; Fabio Licinio f. Gastaldi, Giacomo 1559
|
|
ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცხოველნიცა ჩასრულ იყვნეს ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.
|
|
დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.
|
|
”ქვრივი იგი ქიზიყელი” - ერეკლე მეფის დამტირებელი
|
|
რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე ვყავ ყოველთა, ენა-უტყჳ მეტყუელ ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწცა განმარტე ენა-ბრგუნილი ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა
|
|
ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა მოადგა სამშჳლდესა და წარიღო, და ივანე ძე ლიპარიტისი ტყუე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ხოლო მას-ვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლიეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის.
|
1 |