|
|
დაიბადა (27 ნოემბერი, 1867) სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, - შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890).
|
|
კერპთაყვანისმცემელთა ქვეყანაში, მუდამ „მამის“ მაძიებელთა საზოგადოებაში, განსაკუთრებით სასიამოვნოა, გაიხსენო, რომ გვყავდა ნამდვილი ლიდერები, შექმნილნი არა რაიმე ვითარებით, არამედ ღმერთის მიერ ამორჩეულნი ამისათვის. ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ვიცნობდი ისეთ დიდებულ ადამიანს, როგორიც მერაბ კოსტავა იყო. უდიდესი სულიერი და ინტელექტუალური განვითარების პიროვნება თავად ძალიან თავმდაბალი გახლდათ. მისაბაძი მაგალითი ქრისტიანობისა და რაინდობისა.
|
|
14 ივლისს სრულდება 126 წელი საქართველოს ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან. შთამომავლები პატივს მიაგებემ მამულიშვილის ხსოვნას, რომელმაც ქედი არ მოუხარა უზარმაზარ იმპერიას და მარტოდმარტო ებრძოდა მას შეფიცულთა რაზმთან ერთად წლების განმავლობაში.
|
|
მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიელები მოწადინებული იყვნენ კავკასიის ქვეყნების სრული ანექსია მოეხდინათ. ამ პერიოდში მათ მოახერხეს, გააუქმეს და შეიერთეს სომხური სამეფო-სამთავროები. სომხურმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა.
იგივე ბედს უმზადებდნენ ბიზანტიელი იმპერიალისტები საქართველოსაც. საქართველოს მეფეები, ჯერ გიორგი I და მერე მისი ვაჟი, ბაგრატ IV, სულაც არ იყვნენ ჯაბანნი და დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ბერძნებს. ბიზანტიელებმა ბაგრატ მეფის წინააღმდეგ ხან მის ნახევარძმა დემეტრე უფლისწული გამოიყენეს, ხან ლიპარიტ ერისთავს ეხმარებოდნენ. ბაგრატ მეფეც არ ეპუებოდა ბიზანტიურ პოლიტიკას და სომეხთა თხოვნით დაიკავა სომხური ქალაქი ანი...
|
|
11 (ახალი სტილით 24) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795).
|
|
იდუმალების ხიბლით მოცული ირუბაქიძეთა განაყარია "უბედო გვარი" ჩოლოყაშვილთა. სისხლის წვიმების დროს ზეობდნენ ისინი სამხედრო, სასულიერო და დიპლომატიურ ასპარეზზე
|
|
ჩვენი კალენდარი: 1911 წლის 16 სექტემბერს აღესრულა მიქაელ თამარაშვილი - მან გმირულად გასწირა თავი მოყვასის გადასარჩენად.
|
|
რუსეთის იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.
|
|
19 (02.12) ნოემბერი
|
|
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოს ანექსიის დროიდან დიდი ხნის მერე, მრავალპარტიული, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა ჩვენს სამშობლოში... გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ... ეს დიდი მიღწევა იყო.
|
|