საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
ალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბატონიშვილი - იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი - მისი სამშობლოს დამასამარებელი რუსეთის იმპერიის უერთგულესი მაღალჩინოსანი.
მარიამ–მართა დედოფალი, დაახლ. 1050-1105 წ. - ბიზანტიის დედოფალი
მარიამი ღრმად განათლებული და ნიჭიერი ქალი ყოფილა. მასთან მიმოწერა ჰქონდა ღვთისმეტყველ თეოფილაქტე ბულგარელს. მარიამს უძღვნა მან “იოანეს სახარების განმარტება”. მასვე დააწერინა მარიამმა ტრაქტატი კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელად. მარიამი უკვეთავდა ხელნაწერებს ქართული მონასტრებისათვის, მატერიალურ დახმარებას უწევდა ათონის ქართულ მონასტერს
გიორგი გრუზინსკი (1762–1852) – ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლი
გიორგი გრუზინსკი იყო ქართლელი უფლისწულის, ბაქარის შვილიშვილი. მათ სამემკვიდრეოს წარმოადგენდა ვოლგისპირა დაბა ლისკოვო. ნიშანდობლივია, რომ ლისკოვო განთქმული იყო თავისი ტაძრების დიდებულებით და იმით, რომ სწორედ აქ, 1749 წლიდან 1808 წლამდე ინახებოდა უდიდესი ქართული სიწმინდე – წმიდა ნინოს ჯვარი! მამულები დაბაში შთამომავლობით ერგო „ვოლგელ მეფეს“, როგორადაც ხშირად უხმობდნენ გიორგი ალექსანდრეს–ძე გრუზინსკის, მისი წარმომავლობის, თვითნებობისა თუ ფუფუნებისადმი მიდრეკილების გამო.
ალექსანდრე არჩილის-ძე (1674-1711)
რუსეთის პირველი გენერალ-ფელდციხმაისტერი ალექსანდრე ბაგრატიონი, მეფე არჩილ II-ის ძე, იყო ცარისტული რუსეთის არმიის არტილერიის ფუძემდებელი. 1684-იდან იზრდებოდა მოსკოვის სამეფო კარზე და თანშეზრდილი იყო პეტრე I-თან, რომელიც მას დედის მხრიდან ბიძაშვილად ერგებოდა (არჩილს ცოლად ჰყავდა ერეკლე I-ის და). იგი იყო მომავალი იმპერატორის ბავშვური თამაშობების უცვლელი მონაწილე და მხარის მიმცემი. ასაკით თითქმის ტოლები, ბუნებით ცნობისმოყვარე ახალგაზრდები, მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. ისინი ერთად ესწრებოდნენ კარზე გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ნადიმებსა და სამხედრო თამაშობებში.
საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალი
პეტრე გრუზინსკი (1837 -1892) ბატალური ფერწერის აკადემიკოსი პეტრე გრუზინსკი დაიბადა კურსკში. 1851 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და 1863 წლამდე სწავლობდა პროფესორ ვილლევალდეს ხელმძღვანელობით. 1860 წელს მიიღო მცირე ოქროს მედალი ნამუშევრისათვის: „ბოშათა ბანაკი", ხოლო 1862 წელს - დიდი ოქროს მედალი ფერწერული ტილოსთვის: „გუნიბის უკანასკნელი შტურმი".
ნიკო ბაგრატიონი - ბურების თავისუფლებისათვის მებრძოლი
ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (1868, მუხრანი ― † 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე.წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს. ნიკო ბაგრატიონი ნამდვილი გოლიათი ყოფილა – იგი 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლისა იყო და რვა ფუთს იწონიდა. იყო კარგად გაწვრთნილი ფიზიკურად და ზნეობრივად. ხუთი წლიდან ჯდებოდა ცხენზე, მშვენივრად ჭიდაობდა, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, შესანიშნავად ისროდა მიზანში, ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
1

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq