საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა მეფე პეტრე ბულგარელი
კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე წმინდანად აღიარა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
წმიდა კეთილმსახური მთავარი, მოციქულთასწორი ბორის-მიხეილ ბულგარელი (+907)
ხსენება 2 (15) მაისი ბულგარელები ხშირად ეომებოდნენ მეზობელ ტომებს, ქვეყანა შიმშილობდა, 860 წელს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბორის მეფე წარმართული ქვეყნის ხსნას ქრისტიანული რწმენის მიღებაში ხედავდა. ბერძნებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბულგარელებმა ტყვედ ჩაიგდეს სახელოვანი დიდებული თეოდორე კუფარა, რომელსაც ბერობის აღთქმა ჰქონდა დადებული.
წმიდა იმპერატორი - თეოდოსი I დიდი
ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელმა იმპერატორმა, წმიდა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას.
ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე (+დაახლ. 553-555).
წმიდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმიდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა.
წმიდა სტეფანე მილიუტინი - სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე
წმიდა სტეფანე მილიუტინი, სერბეთის მეფე, ძმა მისი დრაგუტინი და დედა მათი ელენე. წმიდა სტეფანე სერბეთის სამეფო ტახტზე ავიდა 1275 წელს და 1320 წლამდე ბრძნულად განაგებდა ქვეყანას. წმიდა სტეფანეს მეფის ტახტი ნებაყოფლობით გადასცა მისმა უფროსმა ძმამ დრაგუტინმა, რომელმაც სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. მათი წმიდა დედა ელენე ლოცვითა და დედობრივი რჩევებით შეეწეოდა ხორციელი დიდებისა და სულიერი აღმაფრენის მწვერვალზე მდგომ წმინდა შვილებს.
სერბეთის მმართველ წმინდანთა ხსენების დღე
23 დეკემბერს არის ხსენება ნეტარი იოანესი, მისი ძმის - მაქსიმესი და მათი მშობლების - ნეტარი სტეფანესი და ნეტარი ანგელინასი (XV ს.) - სერბეთის მთავართა.მართალი იოანესი, მისი ძმის - მაქსიმესი და მათი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთების უფლისწული (+586)
აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს.
წმიდა დიდმოწამე ლაზარე - სერბეთის მთავარი
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე, რომლის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს 15 (28) ივნისს, ცხოვრობდა XIV საუკუნეში. წმიდა ლაზარე დაიბადა ქალაქ პრილეპცში, სერბი მეფის - სტეფან დუშანის დიდებულის - ლაზარე პრიბაც ხლებელიანოვიჩის ოჯახში. ბავშვობიდან ქრისტიანული რწმენით იზრდებოდა - გამოირჩეოდა სიმამაცით, კეთილშობილებით, გონიერებით და ზნეკეთილობით. ხასიათის ამ თვისებებით მან მიიპყრო თვით მეფე დუშანის ყურადღება - ლაზარე მიიწვიეს სამეფო კარზე სკოპიეში და ჩართეს სახელმწიფო საქმეებში.
წმიდა მოწამე ბოიანი, ბულგარეთის მთავარი (+830)
მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა ბოიანმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა.
წმიდა სტეფანე I, უნგრეთის ღვთივკურთხეული მეფე
უნგრეთში 25 დეკემბერი არის უდიდესი დღესასწაული - წმიდა მეფის, იშტვანის (სტეფანეს) კორონაციის დღე.
1 2

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq