საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

პავლე „უბრალოს“ ცხოვრება - დასტური იმისა, რომ ღმერთი არ იშურებს მადლს თავმდაბლებისათვის
georoyal.ge

პავლე უკვე ასაკოვანი კაცი იყო, როდესაც დატოვა სახლ-კარი, გავიდა უდაბნოში და  დაემოწაფა მეუდაბნოების ფუძემდებელს, ანტონი დიდს, ხოლო შემდეგ თავადაც მეუდაბნოე გახდა.

ერში პავლე სოფელში ცხოვრობდა და მიწას ამუშავებდა. ის უბრალო გლეხი იყო, ძალიან კეთილი და ძალიან სათნო ხასიათისა. პავლეს ლამაზი ცოლი ჰყავდა. ერთხელ გაიგო, რომ ქალი ღალატობდა - სიტყვის უთქმელად დატოვა სახლი და გავიდა უდაბნოში.

თავიდან, მისი ასაკის გამო, ანტონმა არ მიიღო იგი:

„თუ ბერობა გსურს, წადი მონასტერში, სადაც დიდი საძმოა. მე აქ მარტო ვცხოვრობ და ხუთი დღე არაფერს ვჭამ, შენ ვერ შეძლებ დარჩენას ჩემთან“ -ამ სიტყვებით მან კარი გამოკეტა და სამი დღე არ გამოსულა კელიიდან. მთელი ამ ხნის მანძილზე  პავლე იდგა და იცდიდა. მეოთხე დღეს, როდესაც ანტონიმ კელიიდან გამოხედა და  იგივე  გაუმეორა, პავლემ უპასუხა, რომ მოკვდებოდა და არ წავიდოდა. ანტონმა იფიქრა,   ეს მოულოდნელი სტუმარი შიმშილისგან რომ მომკვდარიყო, მის სულზე იქნებოდა ცოდვა და გადაწყვიტა დაეტოვებინა, თანაც გამოეცადა.

ჯერ ლოცვად დააყენა და უთხრა მდგარიყო მანან, ვიდრე თვითონ არ გამოვიდოდა კელიიდან. დროდადრო ანტონი ფანჯრიდან უყურებდა. პავლე დღითა და ღამით გაუნძრევლად იდგა. ბოლოს ანტონიმ  ფინიკის ტოტი გამოუტანა და მისგან თოკის გრეხა ასწავლა. როდესაც პავლემ დაგრიხა, დაუწუნა და ახლა - დააშლევინა. მართალია, პავლეს შიმშილისგან გული უწუხდა, მაგრამ დაშალა და ახლის გრეხა დაიწყო.  მზის დასალიერზე ანტონიმ ჰკითხა:  - პური გინდა? და მიიღო პასუხი: - როგორც გსურდეს! ამ პასუხის შემდეგ  ანტონმა დაიტოვა პავლე თავისთან. მაგრამ გამოცდას კვლავ აგრძელებდა - აკერინებდა სამოსს და არღვევინებდა და სხვა ასეთებს, ასწავლიდა ბერულ ლოცვით კანონს - მრავალჯერადი მეტანიებით და მთელი ღამით ლოცვად დგომით. პავლე ყველაფერში ავლენდა  მოთმინებას, სიბეჯითეს და მხნეობას.

გარკვეული დროის შემდეგ ანტონიმ ნება დართო მის შორიახლო მოეწყო პავლეს კელია და ეცხოვრა ნამდვილი მეუდაბნოის შესაფერისად.

ერთხელ ანტონის ესტუმრნენ დიდ ღვაწლში მყოფი მამები და მათ დაიწყეს საუბარი საიდუმლოებებით მოცულ სულიერ საკითხებზე. აქვე იყო პავლეც. როდესაც გაიგო, რომ ლაპარაკობენ მაცხოვარსა და  ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებზე, იკითხა: „ვინ უფრო ადრე ცხოვრობდა,  ქრისტე თუ ეს წინასწარმეტყველები?“ ანტონი ცოტათი შეაცბუნა მისმა შეკითხვამ და უბრძანა გაჩუმებულიყო და სახლში წასულიყო. წავიდა პავლე და საერთოდ აღარ ამოუღია ხმა. როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ანტონმა უბრობის მიზეზი ჰკითხა, პავლემ უპასუხა: - აკი შენ მითხარი, სახლში წავსულიყავი და გავჩუმებულიყავი!

ანტონი გაოცდა: „ ჩვენ უფლის სიტყვას არ ვიჯერებთ და ეს კი უფლის მონის თითოეულ სიტყვას აპყრობს გულისყურს!“

ასეთი თვინიერებითა და  უბრალოებით პავლემ მიაღწია სულიერ სრულყოფილებას და მიიღო უფლისაგან არაწმინდა ძალებზე მბრძანებლობის უნარი  - შეიძინა  ეშმაკთა განსხმის ნიჭი.   მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა დახმარების სათხოვრად. სულიერი მამის კურთხევით ის ყველას ეხმარებოდა. ერთხელ ანტონის მოუყვანეს შეპყრობილი ჭაბუკი, რომელიც იკბინებოდა, როგორც ცოფიანი ძაღლი.

- ასეთ ეშმაკს მე ვერ განვდევნი - თქვა მან - ეს ჩემს ძალებს აღემატება. ეს ნიჭი აქვს პავლე „უბრალოს“.

-მამა პავლე,  განდევნე ბოროტი სული! - მიმართა მოწაფეს.

-შენ რად არ ჰკურნებ ყმაწვილს? - ჩაეკითხა პავლე.

- მე მნიშვნელოვანი საქმით ვარ დაკავებული  და შენ იმიტომ მოგიყვანე.

პავლემ დაიწყო ლოცვა,  მაგრამ ეშმაკს ძვრა ვერ უყო. მაშინ იმ ტყავით, რომელიც გარე ემოსა,  დაუწყო ცემა ეშმაკეულს: - გამოდი,  მამა ანტონი გიბრძანებს!

ვერც ამან რომ ვერ უშველა,  პატარა ბავშვის დაქადნებით დაიყვირა: - ღმერთო, არაფერს შევჭამ, თუ შენ არ მოარჩენ ამას!

 უფალი შეეწია პავლეს და  ეშმაკმა დატოვა  ის ყმაწვილი.

პავლეს წინასწარჭვრეტის უნარიც ჰქონდა მიმადლებული. ერთხელ იდგა მონასტერთან და ხედავდა,  როგორ შედიოდნენ ახალგაზრდა ბერები მონასტერში. ყველა მხიარული სახით იყო  და მფარველი ანგელოზები ხარობდნენ მათით. მხოლოდ ერთი იყო მოწყენით - მას გარს ეხვივნენ ეშმაკები - მფარველი ანგელოზი ვერ უახლოვდებოდა და მტირალი მოდიოდა. პავლემ ისე განიცადა, რომ ჩამოჯდა  ტაძრის კარებთან და თვითონაც ტირილი დაიწყო. მსახურების დამთავრების შემდეგ ეს ყმაწვილი მხიარული სახით გამოვიდა ტაძრიდან -  მფარველ ანგელოზს ხელჩაკიდებულს მოჰყავდა იგი.

პავლეს თხოვნაზე, მოეყოლა, თუ რა მოხდა ეკლესიაში, მან მიუგო, რომ მრავალი წლის მანძილზე ცოდვა ამძიმებდა, და  ახლა პირველად იღო ყურად ისაიას სიტყვები ცოდვის დაძლევის შესახებ, მთელი სიგრძე-სიგანით გააცნობიერა თავისი დანაშაული, ღმერთს  თხოვა  მიტევება და პირობა მისცა, რომ აღარ შესცოდავდა!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq