საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი მამები: სერგი და გერმანე ვალაამელები

 

ღირსი მამები სერგი და გერმანე ვალაამელები, რომელთა ხსენება აღესრულება 11 ივლისს,  არიან კუნძულ ვალაამზე სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლები. ამ კუნძულზე ჯერ კიდევ I საუკუნეში უქადაგია ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს, წარმართული კერპები შეუმუსრავს, ქვის ჯვრები აღუმართავს და ახალმოქცეულთათვის მოძღვრებიც დაუდგენია. XIII საუკუნეში რომაული კათოლიციზმის ფანატიკოს მიმდევარს, შვედების მეფე მაგნუსს ცეცხლითა და მახვილით უცდია თავისი სარწმუნოების გავრცელება ადგილობრივ მკვიდრთა შორის, რამაც მათ მცდარი წარმოდგენა შეუქმნა ქრისტიანობაზე და გული გაუცივა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ. XIV საუკუნის დასაწყისში, როცა ღირსი სერგი და გერმანე კუნძულზე დასახლდნენ, ანდრია მოციქულის ჯვარი კვლავაც აღმართული დახვედრიათ: ქრისტიანობა არსებობდა, მაგრამ მასთან თანაარსებობდა და მძლავრობდა წარმართობა. სერგისა და გერმანეს სავანის ძმების მოღვაწეობამ მართლმადიდებლობის სახე და ცხონების ჭეშმარიტი გზა დაანახა ვალაამელებს. მათ რწმენას უცხოველებდა წმიდა სერგისა და გერმანეს მიერ აღსრულებული სასწაულებიც. ნეტარი მამები დაახლოებით 1353 წელს მიიცვალნენ. მათი უხრწნელი ნაწილები უფლის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში განისვენებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq