საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

8 აპრილი - ხსენება ღირსი ბასილი ახლისა (+დაახლ. 334)

 ღირსი ბასილი ახალი (+დაახლ. 944) ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი კონკებში გახვეული, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ღირსი მამა პატრიცმა სამსონმა დაკითხა. ბასილიმ დამალა თავისი ვინაობა და თქვა, რომ მწირი იყო. სამსონმა წმიდანის დასჯა ბრძანა. ბასილი ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე თავდაღმა დაჰკიდეს, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ღირსი მამის დუმილის მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნაღვაწი კეთილი საქმეები სახალხოდ გამოეფინა. სამსონმა წმიდა ბასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადირი მორჩილად გაუწვა წმიდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ბასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინოპოლის მეშვიდე ზღუდესთან – ევდომთან გამოიყვანა. წმიდა მამას ბორკილები გაეხსნა და სრულიად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელთან დასასვენებლად ჩამომჯდარ ბასილისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმიდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმიდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმიდანის ცხოვრება.

 როდესაც წმიდა ბასილის მსახური, თეოდორა გარდაიცვალა, გრიგოლმა სთხოვა ღირს მამას, გაეცხადებინა მისთვის შესვენებულის სიკვდილის შემდეგი ცხოვრება. წმიდა ბასილის ლოცვით გრიგოლს ძილში გამოეცხადა თეოდორა და მოუთხრო, თუ როგორ გაიარა მისმა სულმა სიკვდილის შემდგომ საზვერეები და როგორ შეეწეოდა წმიდა ბასილის ლოცვა.

 ღირსი ბასილი გარდაიცვალა დაახლ. 944 წელს, 110 წლის ასაკში. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმიდანთაგან გამოსარჩევად.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq