საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი

27 ივლისს არის ხსენება  წმიდა მოციქულ აკვილასი, რომელიც სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და „რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა“ - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3). პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას. როცა მოახლოებული სულთმოფენობის დღესასწაულზე დასასწრებად ნეტარი მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა, თავისი არყოფნისას ეფესოში სახარების სწავლება ღვთისმოყვარე ცოლ-ქმარს მიანდო. სწორედ ამ დროს ჩავიდა ქალაქში „ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით“. სულით მდუღარე და „სიტყუა-მეცნიერი“ მქადაგებელი შესაკრებელსა შორის „ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი“. აკვილამ და პრისკილამ შეიტყვეს ამის შესახებ, „მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ“ (საქმე; 18, 24-27). კლავდიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს კვლავ დართეს იტალიაში ცხოვრების ნება და წმიდა მეუღლეებიც რომს დაუბრუნდნენ. რომში აკვილა დიდხანს არ დარჩენილა: პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმიდანი იღვწოდა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლიაში; მოციქულებრივ საქმიანობაში მას დაუცხრომლად შეეწეოდა წმიდა პრისკილაც. ქრისტეს ერთგულ მსახურებს უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ნილოს მმარხველი (V)
12 (25) ნოემბერს აღინიშნება ღირსი ნილოს მმარხველის (V)ხსენების დღე.
წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი (VII)
12 (25) ნოემბერს აღინიშნება წმიდა იოანე მოწყალეს - ალექსანდრიელი პატრიარქის (VII) ხსენების დღე.
gaq