საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა მოწამე იაკინთე (+108)
16 ივლისს არის წმიდა მოწამე იაკინთეს ხსენების დღე. წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს კარზე მსახურობდა. ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.
წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი (+დაახლ. 458)
წმიდა იუბენალი, ვისი ხსენებაც არის 15 ივლისს, 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმიდა კირილე ალექსანდრიელი თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც.
წმიდა ფოტიუსი - კიევის მიტროპოლიტი
15 ივლისს არის კიევის მიტროპოლიტის - ფოტიუსის ხსენება. იგი ბერძენი იყო წარმოშობით. დაიბადა საბერძნეთის ქალაქ მონემვასიაში. ყმაწვილობიდან განრიდებული იყო საერო ცხოვრებას და ღვთივგანბრძნობილი ბერის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. 1408 წელს, როდესაც ფოტიუსი იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში პატრიარქთან, კიპრიანეს აღსრულების შემდგომ დადგა რუსეთის კათედრის დაკავების საკითხი; პატრიარქმა მათემ არჩევანი სწორედ ფოტიუსზე შეაჩერა.
ღირსი მამები: სერგი და გერმანე ვალაამელები
ღირსი მამები სერგი და გერმანე ვალაამელები, რომელთა ხსენება აღესრულება 11 ივლისს, არიან კუნძულ ვალაამზე სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლები. ამ კუნძულზე ჯერ კიდევ I საუკუნეში უქადაგია ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს, წარმართული კერპები შეუმუსრავს, ქვის ჯვრები აღუმართავს და ახალმოქცეულთათვის მოძღვრებიც დაუდგენია.
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა კვიროს და იოანესი
11 ივლისს არის ხსენება წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროსისა და იოანესი, რომელთა ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა.
ანტონი დიმელი
ღირსი ანტონი დიმელი დაიბადა ნოვგოროდში დაახლოებით 1157 წელს. მას შემდეგ, რაც მან ეკლესიასი გაიგონა: ,,ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე“(მათე -16,24), მან გადაწყვიტა დაეტოვებინა სოფელი და ბერად შემდგარიყო.
წმიდა მეთოდე - პატარელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312), რომლის ხსენებაცაა 3 ივლისს, პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა.
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
ღირსი ლეონტი, პეჩორელი კანონარქი
ღირსი ლეონტი, პეჩორელი კანონარქი, ჭაბუკობიდან კიევო-პეჩორის ტაძარში მოღვაწეობდა, სადაც აღიკვეცა კიდეც ბერად. მას ჰქონდა შესანიშნავი ხმა და მორჩილებაში ყოფნისას კანონარქის მოვალეობას ასრულებდა. ღირსი ლეონტი სრულიად ახალგაზრდა აღესრულა XIV საუკუნეში. ცხოვნების გზაზე თავდაუზოგავი ღვაწლის მეოხებით მან უფლისაგან სასწაულთქმედების უნარი მოიპოვა.
წმიდა მეთოდე
წმიდა მეთოდე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+847), ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო. ღვთის ნებით, მან ჯერ ისევ ახალგაზრდამ, კუნძულ ქიოსზე მდებარე მონასტერს მიაშურა და საკუთარი სახსრებით განაახლა იგი. ხატთმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq