|
|
წმიდა დონატ ეპისკოპოსი ცხოვრობდა წმიდა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდის (379-397) დროს და იყო ქალაქ ევერიის ეპისკოპოსი.
|
|
12 მაისს მართლმადიდებლები აღნიშნავენ პოჩაეველი ბერი ამფილოქეს ხსენების დღეს. ნეტარმა ბერმა, რომელიც გასულ საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სახელი გაითქვა სულიწმინდის მადლით ქმნილი სასწაულებით.
|
|
ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა.
გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.
|
|
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა.
|
|
დღეს, 2013 წლის 4 მაისს, შუადღის 15:12-ზე თბილისის დროით იერუსალიმში ზეციდან გარდამოვიდა მადლმოსილი ღვთაებრივი ცეცხლი.
|
|
მართლაც ჭეშმარიტია ნიკოლოზ სერბის შესახებ ღირსი მამა იუსტინე ჩელელის (პოპოვიჩი) ნათქვამი: „მეუფე ნიკოლოზი სერბი ხალხის უდიდესი შვილია წმიდა საბა - სერბეთის განმანათლებლის შემდეგ! “
|
|
ყრმა გაბრიელი, ვისი ხსენებაც არის 3 მაისს, დაიბადა 1684 წლის 22 მარტს სოფელ ზვერკიში, გროდნოს გუბერნიის ბელოსტოკის მაზრაში, კეთილმორწმუნე გლეხების - პეტრესა და ანასტასია გოვდელების ოჯახში. ბავშვს საგანგებოდ დაარქვეს მთავარანგელოზის - გაბრიელის სახელი.
|
|
წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე.
|
|
წმიდა კოზმან ქალკედონელი ცხოვრობდა IX საუკუნეში, როცა ხატთმებრძოლები დევნიდნენ მართლმადიდებლებს. წმიდა კოზმანი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდგომ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატთმებრძოლი ერეტიკოსებისაგან.
|
|
ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
|
|
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
| 27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს. |
| | | |
|