საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

კეთილმორწმუნე უფლისწული დიმიტრი უგლიჩელი

უფლისწული დიმიტრი დაიბადა 1582 წლის 19 ოქტომბერს . ბოიარ ბორის გოდუნოვის ფაქტიური მმართველობის დროს უფლისწული დიმიტრი დედასთან, მარია ფეოდოროვნასთან ერთად განტევებული იყო სასახლიდან ქალაქ უგლიჩში. რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის გზიდან ჩამოსაცილებლად  ბორის გოდუნოვი ხმარობდა ყველა ძალას. თავდაპირველად ხმა დააგდო მისი უკანონობის შესახებ,  შემდეგ მამის მკაცრი ხასიათს აყვედრიდა. ბოლოს მისი ფიზიკური მოსპობა გადაწყვიტა -  ჯერ მოწამვლა სცადა, მაგრამ ვერ ავნო უფლისწულს. ბოლოს 1591 წლის 15 მაისს, სეირნობისას მკვლელებმა - ოსიპ ვოლხვოვმა, დანილო ბიტიაგოვსკიმ და ნიკიტა კაჩალოვმა მხეცურად მოკლეს უფლისწული.

უფლისწული დაკრძალეს უგლიჩში, სასახლის უფლის ფერისცვალების ტაძარში. მრავალრიცხოვანი სასწაული და კურნება მოხდა საფლავთან, განსაკუთრებით თვალების სნეულებებით დაავადებულთა. 1606 წლის 3 ივლისს შედგა უხრწნელი წმიდა ნაწილების აღმოყვანება.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq