|
|
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი, რომლის ხსენებაც არის 5 სექტემბერს, 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს.
ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა განსწავლა.
|
|
წმიდა მოციქული თადეოზი, ვისი ხსოვნაც აღესრულება 3 სექტემბერს, ტომით ებრაელი იყო. იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა.
იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა.
|
|
მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან - თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ძეებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა.
|
|
1 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა - ტიმოთესი, აღაპისა და თეკლესი. ისინი 304 წელს ეწამნენ.
|
|
30აგვისტოს არის ღირსი ალიპი პეჩორელის, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერის ხსენების დღე. იგი სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ.
|
|
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში - ტიმოთე), ვისი ხსენებაც არის 26 აგვისტოს, 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში.განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.
|
|
წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ვისი ხსენებაც აღესრულება 24 აგვისტოს, წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა ბერად. მოძღვრის, ანტონის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.
|
|
22 აგვისტოს მოიხსენებიან წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები, რომლებიც წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) დროს.
|
|
22 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოწამე ანტონისა. იგი ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის ნეტარი ხეზე დაჰკიდეს, საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.
|
|
20 აგვისტოს არის ხსენება ღირსი პიმენ მრავალსნეულისა. პიმენი ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს.
მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა.
|
|
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
| 27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს. |
| | | |
|