საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ხატიდან წამოსული სისხლი

წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319) 8 (21) ივნისი.

 წმიდა დიდმოწამე  ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმიდანმა მსახურს - უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი - იმავე წლის 8 ივნისს პატივით გადაასვენა მისი წმიდა ნაწილები ევესიტში. ამავე დღეს იხსენიება დიდმოწამის წმიდა ხატის მიერ აღსრულებული ერთი სასწაული, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში მოხდა. საყდარი, რომელიც დამასკოს მახლობლად, დაბა კარსატაში მდებარეობდა, სარკინოზებს საცხოვრებლად გაეხადათ. ერთმა მათგანმა ისარი სტყორცნა წმიდა თეოდორეს ხატს და მხარში მოარტყა. უეცრად ამ ადგილიდან სისხლმა იფეთქა. მალე ტაძარში დამკვიდრებული ურჯულოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობენ ანტიოქიის წმიდა პატრიარქი ანასტასი (+599, ხს. 20 აპრილს) და ღირსი იოანე დამასკელი (+დაახლ. 780. ხს. 4 დეკემბერს).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq