საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი იერუსალიმში

დღეს, 2013 წლის  4 მაისს, შუადღის  15:12-ზე   თბილისის დროით იერუსალიმში ზეციდან გარდამოვიდა მადლმოსილი ღვთაებრივი ცეცხლი, ანუ წმიდა ნათელი (ბერძნ. Ἅγιο Φῶς) - ცეცხლი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს საფლავიდან ჭეშმარიტი ნათლის გარდამოსვლისა - ანუ აღმდგარი ქრისტესი.

კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელ პატრიარქს  აენთო სანთლები და პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ანთებული  სანთლები  გადაეცა იერუსალიმში შეკრებილ მორწმუნე მართლმადიდებელ მრევლს.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია, მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ისინი სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანებენ სამშობლოში ამ ზეციურ სიწმინდეს და მათი ძალისხმევით დღეს საქართველოს ყოველ ეკლესიაში მიეგებებიან მორწმუნეები მადლმოსილ ცეცხლს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq