საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჭოროხის აუზის საეპარქიო ცენტრები
უძველესი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი და უთვალსაჩინოესი აკვანი – ჭოროხის ხეობა ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ხანაშიც შესაშური ენერგიულობით აგრძელებდა და ავითარებდა ისტორიულ ტრადიციებს. ამდენად შემთხვევითი არაა, რომ ძველი და საქართველოს ერთ-ერთ უძველეს საეპარქიო ცენტრად სწორედ თუხარისი იქცა. იგი მდებარეობდა კლარჯეთისა და ტაოს მიჯნაზე და თავის დროზე შემთხვევით როდი იქნა არჩეული ჭოროხის ხეობის სულიერ ცენტრად.
ქართლი
ქართულ ენაზე ქართველთა მთელ ქვეყანას „საქართველო“ ეწოდება. ფუძე ამ სიტყვისა სწორედ „ქართლიდან“ მოდის– ქართლი არის ქართულ მიწების შემკრები და ძველი და ახალი საქართველოს დედაქალაქები სწორედ ქართლში მდებარეობენ. ადამიანს, ვინც ქართველი კაცის ყველა ღირსებით არის დაჯილდოებული, „გულქართლს“ ეძახიან. ხოლო თვით სახელწოდება მოდის ქართველთა ეთნარქის – „ქართლოსის“ სახელიდან.
კახეთი
დღევანდელი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს კახეთი. ეს რეგიონი საქართველოს ხერხემალი და ბალავარია. ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში გამოირჩეოდა განსაკუთრებული პოლიტიკური ძლიერებით, ხოლო ბოლო დროს სწორედ აქ წყდებოდა სრულიად საქართველოს ბედი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი
ხევი, მთიულეთიდა თუშ–ფშავ–ხევსურეთი – აღმოსავლეთ საქართველოს მთის რეგიონების სახელწოდებებია. მთის ხალხი განსაკუთრებული ემოციური სიმკაცრით გამოირჩევა და მათი რელიგიური განწყობაც განსაკუთრებულია – მთის რელიგიური ცენტრები – ხატ–ანგელოზების საბრძანისები, სამლოცველოებია, რომლებსაც ხევსურები ჯვრებს, ხოლო თუშები და ფშავლები ხატებს უწოდებენ. ჯვარს(ხატს) თავისი ტერიტორია აქვს, სადაც სამლოცველო დარბაზი, სადროშე კოშკი, საზარე, სასანთლე, ბეღელი, საქვაბე–სალუდეა განალაგებული.
აფხაზეთი
აფხაზეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომელიც ამჟამად დროებით არის დარჩენილი საქართველოს იურისდიქციის მიღმა. ადრინდელ შუა საუკუნეეში მთელი საქართველოს გაერთიანება სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო და მთელ დასავლეთ საქართველოსაც სწორედ „აფხაზეთი“ ერქვა. აფხაზეთის მადლიან მიწაში თორმეტთაგან ერთ–ერთი მოციქული – სვიმონ კანანელი განისვენებს. აქ მოღვაწეობდა სამშობლოდან გაძევებული იოანე ოქროპირი.
სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი
საქართველოს ჩრდილოეთით მისი ყველაზე მაღალმთიანი კუთხეებია შეფენილი კავკასიონის კალთებზე – სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია ევროპაში – იგი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და, ამავე დროს, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში შედის.
იმერეთი
საქართველოს ფეოდალური მონარქიის კუთხეებად დანაწილების შემდეგ, სხვა სამთავროთა შორის,დასავლეთ საქართველოში ერთად–ერთი სამეფო სწორედ იმერეთისა იყო. მას იმერეთის ბაგრატიონთა შტო განაგებდა.
სამეგრელო
სამეგრელო უძველესი კოლხეთის მიწა–ნაფუძარია. „ოქრომრავალი კოლხეთი“, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ, სწორედ აქ მდებარეობდა. მისი ისტორიულიკულტურული ცენტრი იყო საქართველოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქი ციხეგოჯი. ქრისტეს დაბადებამდე III საუკუნეში ერისთავმა ქუჯიმ, მეფე ფარნავაზის სიძემ, ააგო ციხე და ქალაქი.
აჭარა–გურია
აჭარა–გურიის მთიანეთის გარდიგარდმო სახლობენ აჭარლები და გურულები. მათ გამოარჩევთ მკვირცხლი ბუნება, ხაზგასმული თავაზიანობა და ცეკვა–სიმღერაში გაცხადებულიემოციურითვითგამოხატვა. აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არქეოლოგიური გათხრები და მიწისზედა ნაგებობები ადასტურებენ უძველესიმოსახლეობის საცხოვრისებს.
სამცხე–ჯავახეთი
სამცხე–ჯავახეთი– ეს არის უძველესი მესხეთი – საქართველოს სულიერი და კულტურული განვითარების მესაძირკვლე. საქართვველოს ძველი დედაქალაქის სახელი „მცხეთა“, რიგი ავტორების მტკიცებით, „მესხთა“ ქალაქს ნიშნავს. მესხეთის მკვიდრია საქართველოს უდიდესი პოეტი, გენიალურიშოთა რუსთაველი. მისი „ვეფხისტყაოსანი“ ბიბლიური „ქებათა–ქების“ ტოლფასი ნაწარმოებია, რომელიც თანაბრად ეკუთვნის როგორც საერო ლიტერატურას, ისე – სასულიეროს.
1 2 3 4

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პროკლე და მარტინიანე
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პროკლესი და მარტინიანეს (I) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ანტიპას, პერღამის ეპისკოპოსის (+68) ხსენების დღეს.
gaq