საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

აჭარა–გურია

 აჭარა–გურიის მთიანეთის გარდიგარდმო სახლობენ აჭარლები და გურულები. მათ გამოარჩევთ მკვირცხლი ბუნება, ხაზგასმული თავაზიანობა და ცეკვა–სიმღერაში გაცხადებულიემოციურითვითგამოხატვა.

 აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არქეოლოგიური გათხრები და მიწისზედა ნაგებობები ადასტურებენ უძველესიმოსახლეობის საცხოვრისებს.

 აჭარაში,ქობულეთთან ახლოს, ძველ ნაქალაქარში, რომელსაც „ფიჭვნარი“ უწოდეს და გურიაში – ურეკის სანაპიროზე, არქეოლოგიურმა გათხრებმა ძველი წელთაღრიცხვის და წინარექრისტიანული ხანის მრავალი ძვირფასი განძის მარაგი აღმოაჩინა; ორივე მხარეში არის ანტიკურიხანის ციხეები – გურიაში – ასკანის ციხე,რომელსაც დიდი საფორტიფიკაციო მნიშვნელობა გააჩნდა. აჭარაში – გონიოს ციხე, რომელსაც ძველი ბერძნები აფსაროსს უწოდებდნენ და I-III საუკუნეებში რომის იმპერიის სტრატეგიული ცენტრი იყო.

 მსგავსი ადგილები გურია–აჭარაში ისტორიულ ნაკრძალებად არის გამოცხადებული: აჭარის გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალსა და პეტრა-ციხისძირისმუზეუმ-ნაკრძალში;აგრეთვეგურიის გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალში საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები,ნუმიზმატიკური მასალა, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და უნიკალური საიუველირო ნიმუშებისა დაცული.

 საგულისხმოა, რომ აჭარაში უქადაგნია თვით საქართველოს პირველ ქრისტიანულად განმანათლებელს – ანდრია პირველწოდებულს.ხოლოგონიომ, ანტიკური წარსულის მემკვიდრეობის გარდა, დიდი ქრისტიანული მნიშვნელობა შეიძინა იმით, რომ აქ არის დაკრძალული ქრისტეს მეთორმეტე მოციქული მატათა.

 აჭარა–გურიაში დიდი ყურადღება ექცეოდა ოდითგან საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას. ეკლესია–მონასტრებიდან განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხალთის ტაძარი აჭარაში და შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი გურიაში.განსაკუთრებულად შთამბეჭდავია მთელი დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ერთ ან ორსართულიანი ოდა– სახლები, რომლებიც კრამიტით ან ყავრით არის გადახურული და ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული.

აჭარა–გურია ცნობილია თავის ზღვისა და მთის კურორტებით: აჭარაში მხილველს ხიბლავს მისი ზღვისპირადედაქალაქის – ბათუმის კოლორიტული ბუნება, ასევე ზღვისპირა ქობულეთი, ჩაქვი, მახინჯაური. განსაკუთრებჰული სილამაზით გამოირჩევა ციხისძირისა და მწვანე კონცხები. მწვანეკონცხზე, ბათუმის მახლობლად, ბოტანიკური ბაღია გაშენებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი 2 000–ზე მეტი მცენარე ხარობს.

 გურიაში საყოველთაოდ ცნობილია მთიანი კურორტი ბახმარო, სადაც პერსპექტივაში სამთო კურორტის დაგეგმვა არის განზრახული, აგრეთვე ბახმაროს გზაზე – მინერალური წყლებით განთქმული კურორტი ნაბეღლავი.

გურია–აჭარაში დიდ პატივშია ხალხური სამღერა, რომელიც ოთხ ხმაში იმღერება – ერთი ხმაა კრიმანჭული, იგი ევროპულ ფალცეტს შეესაბამება. აჭარაში უმაღლეს სიმაღლეზეა აყვანილი საცეკვაო ხელოვნება, რომელიც შრომის, ბრძოლისა თუ სატრფიალო მოტივებზეა შექმნილი. გურულები და აჭარლები გაჩვეული ფრინველით მონადირეები არიან – მათ ამისათვის საგანგებოდ ჰყავთ დაგეშილი შევარდენი ან მიმინო.

გურიაში დიდად არის დაფასებული საწეს–ჩვეულებო ყოფითი ჩვეულებები – მაგალითად, საშობაოდ აქ დგამენ ჩიჩილაკს – სიცოცხლის ხის ნაირსახეობას, რომელიც ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლება. საშობაოდ აცხობენ საგანგებო კვერცხიან და ყველიან ღვეზლებს, საახალწლოდ კვერებს, ბასილას. როგორც ყველგან საქართველოში, აქაც ძალიან უყვართ სტუმარი და ძალ–ღონეს არ ზოგავენ მის წინაშე თავის ღირსეულად წარმოჩინებისათვის.

მამული, ენა, სარწმუნოება

5 მაისი - ხსენება ღირსი თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსისა (613)
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა.
5 მაისი - ხსენება ღირსი ვიტალისა (609-620)
ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს დროს. 60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა.
gaq