საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

კახეთი

 ღევანდელი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს კახეთი. ეს რეგიონი საქართველოს ხერხემალი და ბალავარია. ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში გამოირჩეოდა განსაკუთრებული პოლიტიკური ძლიერებით, ხოლო ბოლო დროს სწორედ აქ წყდებოდა სრულიად საქართველოს ბედი.

 კახეთის დედაქალაქ თელავში დგას უკანასკნელი ქართველი მეფის ციხე–სიმაგრე, მისი ახლად აგებული ძეგლი და საქართველოში ყველაზე ხანდაზმული და ტანადი, 12 მეტრი გარშემოწერილობის მქონე 900 წლის ჭადარი, რომლის ჩრდილქვეშ მრავალი ერისთვის საჭირბოროტო საკითხი გადაწყვეტილა მთელი ისტორიის მანძილზე.

 კახეთიმდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით: მისი არქიტექტურული მშვენებაა ძველი დედაქალაქის –გრემის ეკლესია, შუამთის სამონასტრო კომპლექსი, ყველაწმინდას ეკლესია გურჯაანში. კახეთის სულიერი ციტადელი ასურელ მამათა გარჯას ნაყოფზე დგას – ეს არის VI საუკუნეში დავით გარეჯელის მიერ შექმნილი დიდი სამონასტრო კომპლექსი, აბბა ალავერდელის სამკვიდროში წმიდა გიორგის სახელზეXI საუკუნეში აშენებული ალავერდის უმშვენიერესი ტაძარი, აბიბოს ნეკრესელის სახელთან დაკავშირებული ნეკრესის ტაძარი;იყალთოში, ზენონ იყალთოელის მიერ დაარსებულ სამონასტრო კომპლექსთან ერთად ფუნქციონირებდა სამეცნიერო აკადემია, სადაც გენიალური ქართველი პოეტი – შოთა რუსთაველი სწავლობდა.

კახეთის განსაკუთრებული მხარეა „უბატონო ქვეყანა“ – ქიზიყი. ქიზიყის სოფელ ბოდბეს ტაძარში საქართველოს ქრისტიანულად განმანათლებელი ქალწული ნინო განისვენებს. ქიზიყში მდებარეობსსულ ახლახან, XVIII საუკუნეშიგაშენებული ულამაზესი ქალაქი სიღნაღი, რომელიც თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით და შენობა–ნაგებობებით აჯადოვებს ურიცხვ დამთვალიერებლებს.

 კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ–ერთი უძველესი კერაა. რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ყველა სოფელში ღვინის დაყენების თავთავისი ტექნოლოგიის, ნიადაგისა და მიკროკლიმატის შესაბამისად მოჰყავთ ღვინო, რომელსაც წარმოების ადგილის სახელს არქმევენ. ერთი უცხო ქვეყნის ჟურნალისტმა უკუღმა გაიგო მომხდარი და გაიკვირვა: „კი ვიცოდი, რომ კახეთში ღვინოს პატივს სცემდნენ, მაგრამ თუ სოფლებს ღვინის სახელებს არქმევდნენ, ამას კი ვერ წარმოვიდგენდიო“.

კახეთი ტურისტებისათვის მიმზიდველიათავისი ნაკრძალი ტერიტორიებით –იშვიათი სილამაზის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში: წიფლნარ - ფოთლოვანი ტყით, ალპური ზონის ხელუხლებელი მდელოებით, გამყინვარების დროინდელი ტბებით, ენდემური და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, ლაგოდეხის ტყის უმშვენიერესი ჩანჩქერი; ბაწარა - ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი შემორჩენილი რელიქტური უთხოვრის უნიკალური კორომით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა, ანგელოზების ხედ მიაჩნია. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი მცენარეული ტიპებისსწრაფი ცვლით:ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

 ბუნების ნაკრძალთა გარდა, კახეთში საგანგებოდ ფუნქციონირებენმუზეუმ–ნაკრძალები –

საგარეჯოში, დავით გარეჯას ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში დღეისათვისტერიტორია მოიცავს შუა საუკუნეების ცამეტ არქიტექტურულ ძეგლს, სადაცკლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა VI ს-ის შუა წლებიდან დაიწყო – დავით გარეჯელის დროიდან; ყვარლის გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები; მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთით, საგარეჯოს რაიონში, სადაც დაცულია რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივი. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკარჩხალი, თელა და სხვ.

მამული, ენა, სარწმუნოება

5 მაისი - ხსენება ღირსი თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსისა (613)
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა.
5 მაისი - ხსენება ღირსი ვიტალისა (609-620)
ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს დროს. 60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა.
gaq