საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

ქართლი

 ქართულ ენაზე ქართველთა მთელ ქვეყანას „საქართველო“ ეწოდება. ფუძე ამ სიტყვისა სწორედ „ქართლიდან“ მოდის– ქართლი არის ქართულ მიწების შემკრები და ძველი და ახალი საქართველოს დედაქალაქები სწორედ ქართლში მდებარეობენ. ადამიანს, ვინც ქართველი კაცის ყველა ღირსებით არის დაჯილდოებული, „გულქართლს“ ეძახიან. ხოლო თვით სახელწოდება მოდის ქართველთა ეთნარქის – „ქართლოსის“ სახელიდან.

ეთნიკურ–გეოგრაფიულად ქართლი ისტორიულად მოიცავდა 2 მხარეს – „ზენა სოფელს“ ანუ „შიდა ქართლს“ და „ქვენა სოფელს“ ანუ “ ქვემო ქართლს“. „შიდა ქართლის“ უდიდესი ნაწილი, ეს სწორედ ის ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთია“, სადაცქართველებს კეთილმეზობლურად ჰყავდათ ჩასახლებული ხიზანი ოსები და, რომელი მიწებიც დღეს რუსულ საოკუპაციო ჯარებს აქვთ დაკავებული.

 სწორედ ამ ტერიტორიაზეა განთავსებული ქართლის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საგანძური: უნიკალური არქეოლოგიური სამარხები, რომელიც ქრისტეს დაბადებამდე მე–4 საუკუნეს უკავშირდება – მას ახალგორის განძი უწოდეს, მოპოვების ადგილის მიხედვით. მათ შორის იყო: ბრინჯაოს ინსიგნია-შტანდარტი (ძვ. წ. IV ს.), ირმის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკაული, ბეჭდები, საყურეები, თიხის, პასტის, სარდიონის მძივები, საკინძები, სატევრები, ცულები, შუბისპირები, ნუმიზმატიკური მასალები.

შიდა ქართლშივე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე – რომლის ქალაქად სახელდება 30 საუკუნეს ითვლის, წინაქრისტიანულ პერიოდში ის სატაძრო ქალაქი იყო, ხოლო IX – X საუკუნეებში ქართლის პოლიტიკური ცენტრი გახდა. დღეისათვის იგი შედის სახელმწიფომუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაში, რომელიც მოიცავს ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის ამ ძეგლსა და აგრეთვე IX-X სს. სამნავიან ბაზილიკას და ანტიკური პერიოდის სხვადასხვა დანიშნულების კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებს.

 დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კოლექციების ძირითადინაწილი –30 000-მდე ექსპონატი.

 ასევე მდიდარია არქეოლოგიური მონაპოვრებით ქვემო ქართლი – ისტორიული თრიალეთის მდიდრულ ყორღანში აღმოჩენილია ქრისტეს დაბადებამდე II ათასწლეულის ძვირფასი ოქრომჭედლობის ნიმუშები.

 განსაკუთრებული მუშაობა წარმოებს დმანისში, იქ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენგეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ე.წ. ადრეული ჰომინიდებისა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთებით. როგორც მეცნიერები იუწყებიან, 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ე.წ. ჰომინიდის ხუთი თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა.

 ქრისტიანობის პერიოდიდან უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებია: იოანე ზედაზნელის სასწაულებრივი ზედაზნის მონასტერი, საიდანაც მთელი თბილისი და მცხეთა მოჩანს და მისი მოწაფეების ღვაწლნაამაგარი ––შიო მღვიმელის მონასტერი შიომღვიმეში, წილკანში – ისე წილკნელისგან სასწაულებრივად მდინარით დარწყულებული ტაძარი, ისიდორე სამთავნელის მიერ საფუძველჩაყრილი სამთავისის ეკლესია...

 შიდა ქართლში, ნიქოზის ეკლესიაში დაკრძალულია საქართველოს პირველმოწამე რაჟდენი; მთელი საქართველოს მშვენებაა ყინცვისის ტაძარი, შუა საუკუნეების ქრისტიანული მხატვრობის ულამაზესი ქმნილებებით.

ქვემო ქართლში, ბოლნისის სიონის ტაძარში,შემონახულია V საუკუნის ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები.

ქართლის გულად ითვლება ქალაქი გორი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა აქ დაბადებული იოსებ სტალინის მეშვეობით. ქალაქში არის მისი დიდი მუზეუმი, საქართველოში შემორჩენილი მისი ერთადერთი ძეგლი და ქოხი, სადაც ის დაიბადა.

 ქართლში შესანიშნავი ბუნებაა – მრავალი საკურორტო ქალაქი, სადაც ჯანმრთელობას იკაჟებს საქართველოს მოსახლეობა – მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მაღალმთიანი დაბა სურამი. ბუნების დასაცავად და შესანარჩუნებლად შექმნილია ლიახვის, ალგეთის, საგურამოსნაკრძალები.

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq