საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი

 საქართველოს ჩრდილოეთით მისი ყველაზე მაღალმთიანი კუთხეებია შეფენილი კავკასიონის კალთებზე – სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია ევროპაში – იგი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და, ამავე დროს, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში შედის.

თავისი გეოგრაფიულიმდებარეობის გამო, საქართველოს სწორედ ეს მხარეები იყო მრავალმხრივ მტრებით გარშემორტყულ საქართველოშისულიერი და მატერიალური განძეულისისტორიული საცავი –ომების დროს აქ ამოჰქონდათ ბარიდან ჯვარ–ხატები,ბარძიმ–ფეშხუმები, საეკლესიო სამკაულები,წმიდა წიგნებითუ სხვა სახის ეროვნული რელიქვიები – დღეს ამ უდიდეს ეროვნულ მისიას ღირსეულად აგრძელებს მესტიის მუზეუმი, სადაც თავმოყრილა საქართველოს უძვირფასესი საეკლესიო განძეული..

სწორედკავკასიონის მთიანეთში იქნა დაცული ქართული სახარების ორი უძვირფასესი ხელნაწერი: ადიშისა – სვანეთში და ჭელიშისა – რაჭაში. საგულისხმოა უკანასკნელის აღმოჩენის მისტიური ისტორია – ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ, ბოლშევიკებისაგან ნაწამებკათალიკოს–პატრიარქ ამბროსის, ახალგაზრდობის წლებში ჭელიშში მსახურებისას, მიწიდან ესმა იდუმალი ხმა, გაათხრევინა და იქსაგანგებოდ დამარხული „ოთხთავი“ იპოვეს.

 თუმცა სვანეთისა და რაჭა–ლეჩხუმის მიწა თვით წინარექრისტიანულ საგანძურსაც ინახავს – სამაგალითოდ გამოდგება I-IV საუკუნეებისსვანეთის სოფელხაიშშიდა რაჭის სოფელ ღებში აღმოჩენილი ძვირფასი განძეულობა; თუმცა, მიწის ქვეშ არსებული ყველაზე დიდი განძი ალბათ მაინც არის ლეჩხუმში დაკრძალულიმართლმადიდებელი საქრისტიანოს უდიდესი წმინდანის – მაქსიმე აღმსარებლის სამუდამო ძვალთშესალაგი.

დასავლეთის მთის საქართველო მდიდარია საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშებითაც , რომელიც უხვად არის ამ მხარეში – მათ შორის უდავოდ ულამაზესი და უნატიფესია ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, ლამარია – უშგულში. რაც შეეხება ყოფითი არქიტექტურის ნიმუშებს, ამ მხრივ სრულიად უნიკალურია საცხოვრისები – კოშკები სვანეთში და დუროიანი სახლები რაჭა–ლეჩხუმში. ეს 20–25 მეტრიანი კოშკ–სახლები, რომელთაგან უხნესი X-XI საუკუნეებით თარიღდება, თავისი სათოფურებით, ადამიანებს იცავდა როგორც მტრის შემოსევებისაგან, ისე ზვავებისგანაც.

არაერთიჩამოსული სტუმარი მოუხიბლავს კავკასიონის მთიანეთის მკაცრსა და ამაყ ბუნებასა და ასეთივე ხასიათის ადამიანებს.სვანეთის თოვლიან–ყინულოვანი მწვერვალები – უშბა, შხარა, თეთნულდი –ტურისტებისცქერის სიამოვნების მწვერვალებიც არის, ხოლო, ამავე დროს, ყველა ალპინისტის საოცნებო დასაპყრობი სიმაღლეები!

 რაჭაში, ბუნების განსაკუთრებული მადლის წყალობით, ქართული ყურძნისთვის განსაკუთრებული პირობებია: აქ ვაზის 60–მდე ადგილობრივი ჯიში ხარობს. მათ შორის განსაკუთრებულად სახელგანთქმულია სოფელ ხვანჭკარის ამავე სახელწლოების წითელი ღვინო.რაჭაში დასვენების საუცხოო კერებიც არის მთის კურორტების – შოვისა და უწერის სახით. უწერაში სამკურნალო წყალსაც ასხამენ.

 ეს მიწა–წყალიისტორიულად არის დაფიქსირებული კინოფირზე –1912 წელს აქ ქართველმა ოპერატორმა ამაშუკელმა გადაიღო მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი დოკუმენტური ფილმი , ქართველი პოეტის აკაკი წერეთილის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში, სადაცპოეტის ბიოგრაფიის გაცოცხლებასთან ერთად, ამ კუთხის წარსულიც არის აღბეჭდილი თაობებისათვის!

მამული, ენა, სარწმუნოება

5 მაისი - ხსენება ღირსი თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსისა (613)
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა.
5 მაისი - ხსენება ღირსი ვიტალისა (609-620)
ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს დროს. 60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა.
gaq