|
ჩვენს ნაშრომში სამხედრო ისტორიულ ჭრილში გაშუქებულია ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო წმინდა მიწების გასათავისუფლებლად გაერთიანდა. სწორედ ამან განაპირობა ევროპელების ჯვაროსნული ლაშქრობები პალესტინასა და მცირე აზიაში და ”მეორე ფრონტის” გახსნა, რომლის წყალობით თურქ-სელჩუკებმა ვერ შეძლეს გაენადგურებინათ ქრისტიანული სახელმწიფოები მცირე აზიასა და კავკასიაში. ამიტომ, ევროპელი ქრისტიანების დარტყმა სავსებით დროული იყო. ეს რომ არ მომხდარიყო, უკვე XI საუკუნეში თურქ-სელჩუკებს შეეძლოთ დამუქრებოდნენ ევროპასაც და ქრისტიანობასაც, როგორც ეს მოხდა არაბთა დაპყრობების დროს.
|
|
მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.
|
|
ქართული დიპლომატიის რეალური რაობის (მიზანსწრაფვის, მიმართულების, განხორციელების ფორმებისა და მეთოდების შინაარსის) გარკვევისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგარეო პოლიტიკის წარმოების ბიუროკრატიული აპარატის დადგენას. კონკრეტულად, საჭიროა ზუსტი პასუხი მოეძებნოს ორ უმთავრეს კითხვას: 1) რა ორგანოები განახორციელებენ საგარეო ურთიერთობებს და 2) რა ფორმით ხორციელდება აღნიშნული ურთიერთობანი.
|
|
„ჩვენთვის სასურველია მოვისმინოთ შენგან,
როგორ ფიქრობ; რადგან ჩვენ ვიცით რომ ამ
მოძღვრების შესახებ ყველგან დაობენ“
(მოქციულთა საქმე თ. 28, მუხ. 22.)
|
|
ქართული მხატვრული სიტყვის დიდოსტატის, ეროვნული ლიტერატურის ნამდვილი გიგანტის, დიდი მწერლისა და მამულიშვილის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება სისხლ-ხორცეულადაა დაკავშირებული ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიულ წარსულთან.
|
|
იმერეთის სამეფო პოლიტიკურად მოიცავდა ბევრად უფრო მეტ ტერიტორიას ვიდრე დღევანდელი იმერეთის რეგიონია, ჩვენ ამჯერედ მხოლოდ ისტორიულ- ეთნოგრაფიულ იმერეთზე შევჩერდებით.
|
|
მანუჩარ დადიანისა და მესხეთის ათაბაგთა ნაშიერის - ნათელა ჯაყელის უმრწმესი ასული იყო მარიამი...
|