საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ზურაბ პაპასქირი – საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის კონსტანტინე გამსახურდიასეული გააზრება
ზურაბ პაპასქირი

ქართული მხატვრული სიტყვის დიდოსტატის, ეროვნული ლიტერატურის ნამდვილი გიგანტის, დიდი მწერლისა და მამულიშვილის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება სისხლ-ხორცეულადაა დაკავშირებული ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიულ წარსულთან. მისი სწორუპოვარი მხატვრული ქმნილებები (სხვათა შორის, არა მხოლოდ ისტორიული რომანები) შეიძლება ითქვას, დახუნძლულია ისტორიული მასალებით, რომლებშიც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით არის გაცოცხლებული ქართველი ხალხის მიერ განვლილი გზა დასაბამიდან თითქმის XXს. პირველი ნახევრის ჩათვლით. ამ თვალსაზრისით, რად ღირს თუნდაც მისი “მთვარის მოტაცება”, რომელიც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ საისტორიო ენციკლოპედიად და რომელშიც აისახა როგორც მთლიანად საქართველოს, ისე მისი ცალკეული კუთხეების (ოდიშ-აფხაზეთის, სვანეთის და ა.შ.) ისტორიული წარსული.


ბუნებრივია, ძნელია მცირე მოცულობის წერილში, თუნდაც სქემატურად, წარმოვაჩინოთ კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული თვალსაწიერი მთლიანად. ჩვენ არც შეიძლება გვქონდეს ამის გაკეთების პრეტენზია. ამჯერად, შემოვიფარგლებით ერთი კონკრეტული საკითხით _ თუ როგორ ჰქონდა მწერალს გააზრებული XIს. I მესამედის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (1) და როგორ ესადაგება მათი კ. გამსახურდიასეული ახსნა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიაში შემუშავებულ მეცნიერულ ხედვას.


როგორც დასმული პრობლემიდან ჩანს, მსჯელობა გვექნება კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურულ შედევრზე: “დიდოსტატისმარჯვენა”. რასაკვირველია, აქ არ შევუდგებით ამ ნაწარმოების მხატვრულ ღირსებებზე საუბარს, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ “დიდოსტატის მარჯვენა” ქართული პროზის სრულიად უნიკალური ძეგლი, მისი ნამდვილი მშვენებაა.


“დიდოსტატის მარჯვენაში”, როგორც ცნობილია, აისახა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულესი პერიოდი XIს. I მესამედი, როდესაც ახლადფეხადგმულ ერთიან ქართულ სახელმწიფოს უხდებოდა ბიზანტიის უძლეველი და უბოროტესი იმპერიის აგრესიის მოგერიება კონსტანტინოპოლისაგან სრული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ბრძოლა. სწორედ ეს ამოცანა იდგა “დიდოსტატის მარჯვენის” მთავარი პერსონაჟის, გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის გიორგი I-ის (1014-1027წწ.) წინაშე. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ, შეიძლება ითქვას, უფრო ადრე, ვიდრე ამას გააკეთებდა ისტორიოგრაფია, სავსებით მართებულად მიუთითა იმ განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც იტვირთა გიორგი I-მა. “ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი,” _ აღნიშნავს მწერალი თავის წინასიტყვაობაში, _ “სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს შებმია ეს შესანიშნავი რაინდი. მიყვარდა ის ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე”.(2) კ. გამსახურდია პროტესტს გამოთქვამს იმ უსამართლობის გამო, რომელსაც ადგილი აქვს “ქართლის ცხოვრება”-ში და რაც იმაში გამოიხატა, რომ ასეთ ძლიერ მოღვაწეს, მწერლის სიტყვებით: “კოლოსალური ძალის მატარებელს”, რომელიც მედგრად შეეჭიდა მსოფლიო იმპერიის მბრძანებელს და “ერთხელ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა… ამ უბადლო ვაჟკაცს.., უშიშოს, ვითარცა უხორცოს”, შუა საუკუნეების საქართველოს უმთავრეს საისტორიო წიგნში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს დათმობილი (3).


მართლაც, ძნელია არ დაეთანხმო მწერლის ამ უდავოდ სამართლიან შენიშვნას. გიორგი I, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, ურთულეს პოლიტიკურ პროცესებს მართავდა და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ქართველმა მემატიანემ რატომღაც ყოველივე ეს ვერ “შეამჩნია”. მაგალითისათვის კმარა თუნდაც საქართველოს მეფის აქტიური ჩარევა მეზობელი სომხეთის _ ანისის სამეფოს საშინაო საქმეებში, რომელიც ფაქტობრივად დოკუმენტურად ასახა არა სხვა ვინმემ, არამედ თვით თითქმის ამ მოვლენების თანამედროვემ, ცნობილმა სომეხმა ისტორიკოსმა არისტაკეს ლასტივერტციმ. სომეხი ისტორიკოსის გადმოცემით, მეფე გაგიკის გარდაცვალების (1017წ.) შემდეგ ანისის სამეფოში შინაომი ატეხილა, რომლის დროსაც ერთმანეთს დაპირისპირებიან მეფე გაგიკის შვილები: “სუმბატი, რომელიც იოანედ იწოდებოდა და აშოტი (სუმბატის) მკვიდრი ძმა. …ისინი ერთმანეთს შეეტაკნენ ქვეყნის დანაწილებისათვის, საჭირო შეიქნა სასამართლო, მათთან მოვიდა აფხაზთა მეფე გიორგი და მშვიდობიანად შეარიგა ისინი. ორი სახელის მქონე სუმბატს (ასაკით) უფროსობის გამო (გიორგიმ) მისცა წილი: ანისის ციხე, მის გარშემო მდებარე გავარებითურთ, ხოლო აშოტს _ ქვეყნის შიდა მხარე, რომელიც სპარსეთსა და საქართველოს უყურებდა”. (4)


კიდევ უფრო მრავლისმთქმელია მომდევნო ფრაგმენტი სომეხი ისტორიკოსის თხზულებიდან: “აშოტის მხრიდან ერთი მთავარი საჩივრით მოვიდა გიორგისთან და უთხრა, რომ შატიკი ჩემი სამკვიდრო ადგილია, რომელიც ჩემგან უსამართლოდ წაიღო სუმბატმაო. ეს რომ გიორგიმ მოისმინა, დიდი რისხვითა და სიბრაზით აღენთო და ჯარი დაადევნა (სუმბატს) კვალდაკვალ…


(გიორგის ჯარებმა) გზაზე (ქალაქ) ანისის კარამდე გვამების ხროვა დააყენეს… შეპყრობილი სუმბატი მათ გიორგისთან მოიყვანეს, რომელმაც ბრძანა მისი ჩამწყვდევა. შემდეგ წაართვა სამი ციხესიმაგრე და გაათავისუფლა (სუმბატი)”.(5)


როგორც ვხედავთ, გიორგი I-ის პოლიტიკური ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია საერთაშორისო მასშტაბით. ის, არც მეტი არც ნაკლები, გამოდის არბიტრის როლში სომხეთის საშინაო კონფლიქტში. უფრო მეტიც, მას უნარი შესწევს ისეთი წესრიგი დაამყაროს ანისის სამეფოში, როგორიც სურს: ურჩნი დასაჯოს, მეფე შეიპყროს და ჩაამწყვდიოს და ა.შ. ყოველივე ეს კი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მეფე მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკურ სიტუაციას მეზობელ სახელმწიფოში და რომ ანისის მეფე სუმბატი ფაქტობრივად მისი ვასალია. ქართველი მემატიანისათვის ასევე უცნობია გიორგი I-ის სხვა გახმაურებული საგარეო-პოლიტიკური აქციები, მათ შორის მისი კონტაქტები ეგვიპტის ფატიმიან ხალიფა ალ-ჰაქიმთან. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ და სხვა მასალებზე დაყრდნობით შემუშავებულია მყარი თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ სწორედ გიორგი I იყო პირველი მონარქი, რომელიც შეეცადა საქართველოს სახელმწიფოს ფართო საერთაშორისო არენაზე გაყვანას (6).


უაღრესად მახვილგონივრულია კ. გამსახურდიას გამოთქმა “ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე”. მასში ზუსტად არის მინიშნებული გიორგი I-ის პოლიტიკური კურსის პრინციპული განსხვავება მისი წინამორბედი (ბაგრატ III) და მომდევნო (ბაგრატ IV _ განსაკუთრებით მმართველობის ბოლო პერიოდში) მეფე-კურაპალატთა პოლიტიკისაგან. დღევანდელი გადასახედიდან, სრულიად აშკარაა და ისტორიოგრაფიაშიც საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები გიორგი I-ის შეურიგებელი ანტიბიზანტიური კურსი, რითაც ის უდავოდ განსხვავდებოდა მამამისისაგან _ ბაგრატ III-საგან, რომელიც თავს არიდებდა ღია კონფრონტაციას ბიზანტიის მრისხანე იმპერატორთან ბასილი II-სთან და ოფიციალურად აღიარებდა კონსტანტინოპოლის უზენაესობას (7). როგორც ცნობილია, ამის გარეგნულ გამოხატულებას წარმოადგენდა ბაგრატ III-სათვის კურაპალატის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულის მინიჭება 1001 წელს. თუმცა, აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ ბაგრატ III-ის მხრიდან კურაპალატის ტიტულის მიღება დიპლომატიური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. ამით, ჯერ მხოლოდ “აფხაზთა” მეფე (8) ბაგრატ III ცდილობდა (და მიაღწია კიდეც) ბასილი კეისრის ნეიტრალიზებას, რათა ეს უკანასკნელი არ ჩარეულიყო აქტიურად საქართველოს საშინაო საქმეებში და ხელი არ შეეშალა ქუთაისის ტახტის ირგვლივ ქვეყნის გაერთიანებისათვის. რაც შეეხება ბაგრატ IV-ს, ის (ჯერ კიდევ მცირეწლოვანი) ტახტზე ასვლის პირველ წლებში, მართალია, მოექცა დედამისის, მარიამ დედოფლის და მისი თანამოაზრეების _ პრობიზანტიური დასის _ გავლენის ქვეშ და ამ გუნდის დიპლომატიური აქტიურობის წყალობით კურაპალატის ტიტულიც მიიღო, მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა, ბაგრატ მეფემ ძირეულად გადასინჯა ურთიერთობა ბიზანტიასთან და ენერგიულად შეუდგა მამისეული ანტიბიზანტიური კურსის გატარებას, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, მარცხით დამთავრდა. XIს. 50-იანი წლების შუა ხანებში ბაგრატ IV იძულებული შეიქნა, უარი ეთქვა ბიზანტიასთან კონფრონტაციაზე და ეცნო იმპერატორის უზენაესობა (9).


სავსებით დამაჯერებელია ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით კ. გამსახურდიას მიერ დახატული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის პოლიტიკური პორტრეტი.

მელქისედეკი ნაწარმოებში არაერთხელაა გამოყვანილი, როგორც გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის მოწინააღმდეგე. “არც… ბიზანტიასთან სამტრო პოლიტიკას იზიარებდა”-ო მელქისედეკ კათალიკოსი, _ წერს მწერალი (10). მას არ მოსწონდა, რომ “ბაგრატის ძემ _ გიორგიმ კურაპალატისა და ნოველისიმოსის ხარისხებს ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა… არჩია”.(11) ბიზანტიასთან ერთმორწმუნეობას ამოფარებული მელქისედეკ კათალიკოსი აშკარად ბიზანტიის იმპერიის კონტრაგენტის როლში გამოდის. ის წუხს, რომ გიორგი არ ჰგავს მამამისს ბაგრატ კურაპალატს და მასსავით არ ექცევა “გულმოდგინედ … სარწმუნოებისა და ზნეობის საქმეებს”.(12)


სწორედ ეს იწვევს გიორგი მეფის კურსის მომხრეთა პროტესტს სასახლეში შეურიგებელი აზრთა სხვადასხვაობის ატმოსფერო სუფევდა. “დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ ისინი საქართველოს მტერს როდი ხედავენ კეისარში, არამედ ქრისტიანული სამყაროს უზენაეს არსებას, რომელიც ვითარცა რომის იმპერატორი… მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამ ქვეყნად”, _ ასე გადმოსცემს მწერალი ზვიად სპასალარის _ გიორგი I-ის უერთგულესი მოხელის ფიქრებს (13).


სრულიად აშკარაა, რომ ზვიად სპასალარის ეს შეფასებები უდავოდ ავტორისეულია. თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია მთლიანად იზიარებს იმდროინდელი საქართველოს შინაპოლიტიკური ვითარების კ. გამსახურდიასეულ ანალიზს. თავის დროზე, დაახლოებით იგივე დასკვნას აკეთებდა აკად. ნ. ბერძენიშვილი, რომელიც ასევე თვლიდა, რომ ქართული ეკლესიის მე

ზურაბ პაპასკირი
სვეურები საქართველო-ბიზანტიის კონფლიქტის დროს (XIს. 20-იან წლებში) აშკარად პრობიზანტიურ ორიენტაციას ადგნენ (14). მართალია, გამოჩენილი მეცნიერის ეს მოსაზრება რამდენადმე საეჭვოდ მიიჩნია ვ. კოპალიანმა (15), მაგრამ ზოგიერთი დოკუმენტური წყაროს (კათალიკოს მელქისედეკის “დაწერილი”) მონაცემები აშკარად მოწმობენ აკად. ნ. ბერძენიშვილის დასკვნის სისწორეს (16), რაც რამდენადმე დავასაბუთეთ კიდეც 1990წ. გამოცემულ მონოგრაფიაში (17).


“დიდოსტატის მარჯვენაში” ასევე სწორად არის ნაჩვენები დედოფალ მარიამის პოლიტიკური სახეც, კერძოდ, მისი და მელქისედეკ კათალიკოსის მოკავშირეობა. სათანადო წერილობითი წყაროები (მაგალითად, XIს. არაბი ავტორის იაჰია ანტიოქიელის თხზულება (18), რომლის ვ. როზენისეულ გამოცემასაც (19) კარგად იცნობდა კ. გამსახურდია) აშკარად ადასტურებენ კათალიკოს მელქისედეკის აქტიურ მონაწილეობას მარიამ დედოფლის “სამშვიდობო ინიციატივაში”, რომელიც, ფაქტობრივად, გარდაცვლილი გიორგი I-ის ანტიბიზანტიური კურსის სრულ რევიზიას წარმოადგენდა და მიმართული იყო ბიზანტიის იმპერიასთან “ერთობის” დამყარებისაკენ. ნაწარმოებში კარგად არის ნაჩვენები დედოფალ მარიამისა და მელქისედეკ კათალიკოსის ეს ალიანსი. “მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მომხრენი” (20) აქტიურად მოქმედებენ ფარსმან სპარსის წინააღმდეგ. გიორგი I-ის კრიტიკის ფონზე, კათალიკოსი მის თანამეცხედრეს დემონსტრაციულად “წმინდანთა სწორ დედოფალ მარიამად” მოიხსენიებს (21).


მარიამ დედოფლის პიროვნებასა და გიორგი მეფესთან მისი ურთიერთობის საკითხზე მსჯელობისას, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ შორენას სახეს. ისმის კითხვა, რატომ შემოიტანა ავტორმა რომანში გიორგი I-ის სასიყვარულო ისტორია. არის ეს მთლიანად მწერლის ფანტაზია (მაგალითად, ისეთივე, როგორიცაა დავით აღმაშენებლისა და დედისიმედის სასიყვარულო ამბავი), თუ მას რაიმე ისტორიული საფუძველი გააჩნია. ყოველგვარი დაეჭვების გარეშე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კ. გამსახურდიას ეს თემა შემთხვევით არ წამოუწევია. შორენას რეალური ისტორიული პროტოტიპი ჰყავს. ესაა გიორგი I-ის ე.წ. “მეორე ცოლი”, “ოვსთა მეფის ასული”, რომელსაც პირდაპირ ასახელებს XIს.-ის “მატიანე ქართლისა”-დ წოდებული ქართული ქრონიკა (22) და რომლის სახელი _ ალდა _ დაფიქსირებულია იმავე საუკუნის ბიზანტიურ წყაროში (23). თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე ახსნილია გიორგი I-ის ოვსთა მეფის ასულზე შესაძლო დაქორწინების ეს, ერთი შეხედვით, მეტად უცნაური ფაქტი და მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეალურ ისტორიულ მოვლენასთან. კერძოდ, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებით გიორგი I-მა გადაწყვიტა მისი კურსის მოწინააღმდეგე დედოფალ მარიამის გზიდან ჩამოცილება და ოვსეთის სამეფოსთან დინასტიურ-ნათესაური ურთიერთობის დამყარებით მძლავრი მოკავშირის შეძენა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. მაგრამ გიორგი I-ის ეს მცდელობა, სავარაუდოა, მარცხით დამთავრდა. მან ვერ შეძლო ის, რაც მოგვიანებით მოახერხა მისმა დიდმა შთამომავალმა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც, დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში, მიაღწია პირველ ცოლთან _ ტახტის მემკვიდრე დემეტრე უფლისწულის დედასთან _ განქორწინებას და ახალი მეუღლის _ “ყივჩაყთა უმთავრესის ათრაქა შარაღანის ძის” ასულ გურადუხტის გადედოფლებას (24). როგორც ჩანს, გიორგი I ვერ მოერია დედოფალ მარიამისა და მელქისედეკ კათალიკოსის ალიანსს და შეიძლება შეეწირა კიდეც თავის ამ წამოწყებას (25).


ესაა მხოლოდ მცირე ნაწილი დიდი ქართველი მწერლის ნაფიქრალიდან ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულზე. მოცემული მასალა, ჩვენი აზრით, იძლევა საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას კონსტანტინე გამსახურდიას შესაშურ ისტორიოგრაფიულ ალღოზე, მის უნარზე, წარმოაჩინოს ეპოქის მაქსიმალურად რეალისტური სურათი.


შენიშვნები:


1 ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნაშრომის მონახაზი შეიქმნა ჯერ კიდევ 1991-1992 წლებში, მაგრამ დასრულებული სახე მიიღო მხოლოდ 1999 წლის გაზაფხულზე, როდესაც წაქითხულ იქნა მოხსენების სახით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე, რომელიც გაიმართა ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. მოგვიანებით, იმავე 1999 წელს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ამ მხარეზე საინტერესო ნარკვევი გამოაქვეყნა აკად. რ. მეტრეველმა (იხ.: რ. მეტრეველი. `დიდოსტატის~ ისტორიული ფონი. _ წგნ.: რ. მეტრეველი. ისტორიზმი ქართველი მწერლების შემოქმედებაში. თბ., 1999, გვ. 61-70). მიუხედავად იმისა, რომ რ. მეტრეველის ნარკვევში მოცემულია უაღრესად საყურადღებო დაკვირვებები განსახილველი პრობლემის ირგვლივ, ჩვენ, ამჯერად მაინც შევიკავეთ თავი ამ მასალით ჩვენი ნაშრომის შევსებისაგან და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ზემოაღნიშნულ სამეცნიერო სესიაზე წაკითხული მოხსენების უცვლელი სახით დაბეჭდვა, მითუმეტეს, რომ ახლო მომავალში ვაპირებთ კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების საფუძვლიან შესწავლას სწორედ ამ კუთხით.


2 კ. გამსახურდია. რჩეული თხზულებანი. ტ. II. თბ., 1959, გვ. 813, ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ. (აქ იგულისხმება გიორგი I-ის მამა _ საქართველოს გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ III კურაპალატი (978-1014წწ.) და მისი მემკვიდრე _ ბაგრატ IV (1027-1072წწ.).


3 კ. გამსახურდია. რჩეული თხზულებანი, ტ. II, გვ. 813.


4 არისტაკეს ლასტივერტცი. ისტორია. ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1974, გვ. 44, ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.


5 არისტაკეს ლასტივერტცი. ისტორია, გვ. 44. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.


6 ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის გიორგი I-ის პერიოდში, _ `მაცნე~, #4. თბ., 1968, გვ. 125; ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ., 1990, გვ. 114.


7 საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების ხასიათის შესახებ ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში იხ.: ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული..,გვ. 58-60.


8 არაა გამორიცხული ამ დროისათვის (პაპის _ `ქართუელთა~ მეფის ბაგრატ II `რეგუენის~ გარდაცვალების _ 994წ. _ შემდეგ) ბაგრატ III (ფორმალურად) უკვე `ქართუელთა~ მეფის ტიტულსაც ატარებდა (იხ.: ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული.., გვ. 75-82).


9 ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა 970-1070 წლებში. თბ., 1969, გვ. 72-89, 129-279; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-პოლიტიკური და საგარეო ვითარება Xს. 80-იანი წლებიდან XIს. 80-იან წლებამდე. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. თბ., 1979, გვ. 170-191; ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა.., გვ. 150-210.


10 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 540.


11 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 593.


12 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 486.


13 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 584-585.


14 ნ. ბერძენიშვილი. ქართული მიწების პოლიტიკური გაერთიანება, _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. ისტორიის ისტორიის საკითხები, ტ. VI. თბ., 1973, გვ. 22.


15 ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 148-158.


16 არაა გამორიცხული, რომ ნ. ბერძენიშვილის დასკვნა ემყარებოდა კიდეც (თუმცა კონკრეტული მსჯელობა ამ კუთხით მკვლევარს არა აქვს) მის მიერვე საგანგებოდ შესწავლილ და გამოცემულ კათალიკოს მელქისედეკის "დაწერილს" (იხ.: ნ. ბერძენიშვილი. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა. _ წგნ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV. თბ., 1967, გვ. 217-286), რომელშიც ერთნიშნადაა დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის საკმაოდ თბილი ურთიერთობები ბიზანტიის იმ კეისრებთან (ბასილი II, კოსტანტინე VIII, რომანოზ არგვიროსი), რომლებიც ღიად გამოდიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.


17 ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული.., გვ. 134-135.


18 იაჰია ანტიოქიელის ცნობები ქართულად გამოქვეყნებული აქვთ ო. ცქიტიშვილსა და ბ. სილაგაძეს (იხ.: ო. ცქიტიშვილი. მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის.., გვ. 115-133; ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ Xს.-ის ბოლო მეოთხედსა და XIს.-ის I მეოთხედში. _კრ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, VI. თბ., 1986, გვ. 108-126. იაჰია ანტიოქიელის ცნობები უფრო სრულად მოცემულია გ. ბუაჩიძის პუბლიკაციში. იხ.: გ. ბუაჩიძე. ერთი ეპიზოდი საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობიდან იაჰია ანტიოქიელის `ისტორიაში~ _ ქართული დიპლომატია. წელიწდეული, ტ. 3. თბ., 1996, გვ. 96-116.


19 В. Розен. Император Василий Болгаробойца. Извлечения Яхьи Антиохийского. Издал, перевел и объяснил барон В. Розен. СПб, 1883.


20 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 583.


21 კ. გამსახურდია. რჩეული.., გვ. 768.


22 მატიანე ქართლისა. _ ქართლის ცხოვრება. ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955, გვ. 295.


23 გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. _ წგნ.: გეორგიკა. ბიზანტიელ მწერალთა ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. V. ბერძნული ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განნმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1963, გვ. 5.


24 ამის შესახებ იხ.: ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II. თბ., 1965, გვ. 219-220; ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან. 4 ისტორიული ნარკვევი. პარიზი, 1929, გვ. 25-29; შ. ბადრიძე. საქართველო და ჯვაროსნები. თბ., 1973, გვ. 15-18; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თბ., 1984, გვ. 124-125; ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული.., გვ. 125-126.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq