. 1327 წელს, მას შემდეგ, რაც ოლჯაითუ ყაენის ვაჟი აბუ-საიდი სრულწლოვანი გახდა,ილხანთა მონღოლური იმპერიის რეალური გამგებელი და მეფე გიორგი ბრწყნვალეს დიდი მეგობარი, ემირი ჩობანი სიკვდილით დასაჯეს. აბუ-საიდმა ამოწყვიტა მისი მომხრეებიც, ოჯახის ზოგიერთი წევრი და მთელ იმპერიაში საკუთარი მოხელეები დანიშნა. ამ დროისთვის მეფე გიორგის ბრძნული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მდგომარეობა წინანდელზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული იყო და ახალგაზრდა ყაენმა ვერ შეძლო გიორგისთვისაც გადაეხადა სამაგიერო ჩობანთან ურთიერთობის გამო და მამამისის, მეფე დემეტრესავით სიკვდილით დაესაჯა. ილხანთ გამგებელმა მხოლოდ ნაცვლის დანიშვნა შეძლო საქართველოში. როგორც შეიხ უვეისის ისტორიკოსი,
აბუ-ბაქრ ალ-ყუტბი ალ აჰარი გვამცნობს, ჩობანის სიკვდილით დასჯის შემდგომ საქართველოს ნაცვლობა იკბალშაჰ ყუთლუშაჰის ძეს მისცა.
// Везират передали Гийас ад-Дину Мухаммаду, сыну ходжи Рашида [ад-Дина], и Ала ад-Дину Мухаммаду. [Они] удостоились титулов "властелина людей мира", ("махдум-и джаханийан") и "властелина прибежища мира" ("махдуми-и джаханпанах "). Хорасан отдали Нарин Тагаю и с ним отправили Ала ад-Дина Мухаммада; Рум отдали Мухаммад-беку, брату Али Падишаха; Багдад и те края отдали Али Падишаху; Грузию дали Икбал-шаху ибн Кутлуг-шаху; Дербенд - Аканджи, Дийарбакром, как и раньше, управлял Сутай. Вселенная процветала, войско было [хорошо] организовано, народ пребывал в наслаждении и веселье. //
წყაროთა უქონლობის გამო პირდაპირი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა იყო მონღოლთა ნაცვალსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობს, თუმცა, სავარაუდოა, რომ რამდენიმე წლის შემდგომ ეს ნაცვალი მონღოლთა რაზმიანად საქართველოდან გააძევეს. იმავე ისტორიკოსის ცნობით უკვე 1334 წელს, აბუ-საიდმა საქართველოში ნაცვალი ვეღარ დანიშნა და იძულებული გახდა ქვეყანაში გამოგზავნილი დიდი ემირი ჰასან ჯალაირი ''ბურზუგი''(დიდი) რუმში გაეწვია.
// В 734 году (12.IX.1333-31.VIII.1334 гг.) султан выдвинул на должность инака Мусафира, Гийас ад-Дин Мухаммад выдал за него свою сестру Шахи-хатун и вписал его имя в ярлык. Зимой султан опять отправился в Багдад, послал ярлык эмиру шейху Хасану, чтобы тот пошел в Грузию. Эмир пошел туда, а Сурган был в Карабаге. Кураки Малик прибыл к его величеству эмиру Тадж ад-Дунйа ва-д-Дину шейху Хасану и служил ему верой и правдой. Снова вышел указ падишаха о том, что весь Рум принадлежит эмиру Тадж ад-Дину шейху Хасану, в связи с чем он должен отправиться туда. //
1335 წელს აბუ-საიდ ყაენი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა და საილხანოში არეულობა დაიწყო. წარჩინებული ემირები ერთმანეთს გადაეკიდნენ და ტახტის დაკავებას შეეცადნენ. ალ-აჰარის სიტყვებით, ჰასან დიდმა, რომელმაც მოახერხა იმპერიის ნაწილების საკუთარი ხელისუფლებისათვის დამორჩილება, საქართველოს დაკავება ვეღარ მოახერხა. ამირა სურღანი, რომელიც არეზის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების გამგებლად იქნა დანიშნული, მხოლოდ ყარაბაღს და მის მისადგომებს აკონტროლებდა საქართველოს მისადგომებამდე.
Все управление и эмират Ирана перешли в руки эмира Тадж ад-Дина шейха Хасана - да будет земля ему пухом! Он отдал Дийарбакр хаджи Тагаю, а Артана служил ему в Руме -эмир [шейх Хасан] назначил его наместником, когда отправился захватывать престол. Рум, таким образом, был поручен ему. [Территорию] Шарура и Двина до самого Нахичевана [шейх Хасан] передал Хаджи-беку, сыну Акджи; [земли] от границ Карабага до Грузии передал эмиру Сургану; Ширван и сторожевой туман - шейху Чобану, сыну Аканджи; Муган и тысячу Барума - своему родственнику Йусуф-шаху ; Хорасан от ворот Рея и Казвина до реки Амуе он передал шейху Мухаммеду Маулайаду; земли Фарса и Шираза - Мас'уд-шаху ибн Махмуд-шаху Инджу.
ამგვარად, ბოლო მონღოლი ნაცვალი საქართველოში იყო ყუთლუშაჰის-ძე იკბალი, რომლის შემდგომაც ეს ინსტიტუტი, ისევე როგორც მონღოლთა ასწლიანი ბატონობა, მოიშალა. |