|
|
ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად
|
|
ღირსი ნიკოლოზ მონაზონი, ვისი ხსენებაც არის 6 იანვარს, მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს.
ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცთუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული მხნედ წინ აღუდგა მას.
სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა.
|
|
2 იანვარს აღინიშნა წმიდა იოანე კრონშტადტელის ხსენების დღე
|
|
V საუკუნეში წმიდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს.
|
|
კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება.იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.
ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.
|
|
მართლისმთქმელობისთვის პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი დაითხოვეს სასულიერო აკადემიიდან
|
|
როდესაც წარმართებმა გაჭრეს მოწამის გული, ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.
|
|
აღორძინების ეპოქიდან დღემდე ფუნჯისა და საჭრეთლის არაერთ ოსტატს ჰყავს თავის გმირად წმიდა სებასტიანი.
|
|
ღირსი სიმეონ ვერხოტურელი (+1642), ვისი ხსენებაც აღესრულება 31 დეკემბერს, აზნაური იყო, მაგრამ ბეჯითად მალავდა თავის წარჩინებულობას და უპოვარის მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა - დადიოდა სოფელ-სოფელ და ღარიბებისთვის უფასოდ კერავდა ქურთუკებს. ამასთანავე, რაღაცას შეგნებულად აკლებდა ხოლმე თავის ნახელავს - ან სახელოს არ მიაკერებდა, ან საყელოს, რათა შემკვეთებისგან ქების ნაცვლად საყვედური დაემსახურებინა.
შრომისაგან თავისუფალ დროს სიმეონი თევზაობდა, რაც მას ქრისტეს მოციქულთა მოსაქმეობას აგონებდა.
|
|
წმიდა მოდესტოსი, - იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც არის 31 დეკემბერს, დაიბადა კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია), ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა.
შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში.
|
|
|
|