საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა მოწამე სოზონტი
წმიდა მოზამე სოზონტი (+დაახლ. 304), რომლის ხსენებაც აღესრულება 20 სექტემბერს, ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა.
წმიდა მოციქულები: ევოდი და ონისიფორე
20 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოციქულთა - ევოდისა (+66) და ონისიფორესი (+67-ის შემდეგ) - სამოცდაათთაგანთა. წმიდა მოციქული ევოდი პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი
18 სექტემბერს არის ხსენება იოანე ნათლისმცემლის მშობლებისა.
მღვდელმოწამე არისტიონი
16 სექტემბერს არის ხსენება მღვდელმოწამე არისტიონისა.იგი იყო ალექსანდრიელი ეპისკოპოსი. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის შეიპყრეს და სირიის ალექსანდრიის მმართველს მიჰგვარეს.
ღირსი თეოქტისტე
16 სექტემბერს არის ხსენება ღირსი თეოქტისტესი, თანამმარხველისა ექვთიმე დიდისა. იგი თავდაპირველად ღირს ექვთიმესთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ექვთიმეს მიერ იერუსალიმის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვრად აირჩიეს.
დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა 1 (14) სექტემბერი
40 ქალწულნი და ამონა დიაკონი
14 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: 40 ქალწულისა და მათი მოძღვარის - ამონა დიაკვნისა, რომლებიც მეოთხე საუკუნეში ეწამნენ. ისინი იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს, IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ მოწამეობრივად მაკედონიის ქალაქ ადრიანოპოლში. მმართველმა ბაბდუსმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალთან გაგზავნა ჰერაკლიაში.
ღირსი სვიმეონ მესვეტე
14 სექტემბერი ღირსი სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეა. იგი კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამ თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატევების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე.
წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784)
წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, რომელთა ხსენებაც არის 12 სექტემბერს, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას. წმიდა ალექსანდრე (325-340) ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325).
ღირსი ალექსანდრე სვირელი (+1533)
ღირსი ალექსანდრე სვირელი (ერობაში - ამოსი), ვისი ხსენებაც აღესრულება 12 სექტემბერს, 1448 წლის 15 ივნისს დაიბადა, მდინარე სვირის შენაკადის, იოატის ნაპირას მდებარე სოფელ მანდერში, წინასწარმეტყველი ამოსის ხსენების დღეს და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა. მისი მომავალი შობა ნეტარის მშობლებს სასწაულებრივ აუწყა ზეციურმა ხმამ: „გიხაროდენ, კეთილნო თანამეუღლენო, თქვენგან იშვება ძე, ვის მიერაც უფალი ნუგეშინისცემას მიმადლებს თავის ეკლესიას“.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq