საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

წმიდა მოციქული ტიტე
7 სექტემბერს არის ხსენება მოციქული ტიტესი, სამოცდაათთაგანისა. იგი კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან.
მოციქული ბართლომე
7 სექტემბერს აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი (VI). ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმერთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
გრიგორი რასპუტინის 2013 წლის 6 სექტემბრის აპოკალიფსისი და ედუარდ სნოუდენის მხილება
წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩვენს აწინდელ ხანას ”ბოლო ჟამს” უკავშირებენ, საკმარისზე მეტია.
წმიდა მოწამე ლუპე (IV)
წმიდა მოწამე ლუპე, ვისი ხსენებაცაა 5 სექტემბერს, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონელი ეპისკოპოსი (+202)
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი, რომლის ხსენებაც არის 5 სექტემბერს, 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა განსწავლა.
წმიდა მოციქული თადეოზი (სამოცდაათთაგანი) (+დაახლ. 44)
წმიდა მოციქული თადეოზი, ვისი ხსოვნაც აღესრულება 3 სექტემბერს, ტომით ებრაელი იყო. იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა.
წმიდა მოწამენი ვასა და შვილნი მისნი: თეოგნე, აღაპი და პისტი (+305-311)
მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან - თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ძეებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა.
წმიდა მოწამენი: ტიმოთე, აღაპი, თეკლე (+დაახლ. 304)
1 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამეთა - ტიმოთესი, აღაპისა და თეკლესი. ისინი 304 წელს ეწამნენ.
ღირსი ალიპი, პეჩორელი ხატმწერი (+დაახლ. 1114)
30აგვისტოს არის ღირსი ალიპი პეჩორელის, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერის ხსენების დღე. იგი სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ.
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (+1783)
წმიდა ტიხონ ზადონელი, ვორონეჟელი ეპისკოპოსი (ერობაში - ტიმოთე), ვისი ხსენებაც არის 26 აგვისტოს, 1724 წელს დაიბადა ნოვგოროდის ეპარქიის სოფელ კოროცკში.განმხოლოების ჟამს ნეტარს უყვარდა წმიდანთა ცხოვრებისა და წმიდა მამათა თხზულებების კითხვა; ყველა ფსალმუნი ზეპირად იცოდა და გზაში, ჩვეულებრივ, გალობდა მათ.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq