რუმინული საიტის - „cotidianul.ro“-ს ცნობით, პაპმა ფრანცისკმა ნეტართა რიგებში ჩარიცხა რუმინელი პრინცი ვლადიმერ გჰიკა. კათოლიციზმში ბეატიფიკაცია - ეს არის წმინდანის კანონიზაციის პირველი საფეხური. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საეკლესიო მსახურებაზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი. მსახურებას ესწრებოდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტე. მან გჰიკას უწოდა „ევროპელი, რომელმაც უარი თქვა კომპრომისზე ტოტალიტარიზმთან“. ვლადიმერ გჰიკა დაიბადა 1873 წელს კონსტანტინოპოლში მოლდაველი არისტოკრატის ოჯახში. პრინცი ათწლეულების განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოში და ეხმარებოდა ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს. ძირითადად მისი ყურადღების საგანი იყო ქოლერით, ტუბერკულოზით დაავადებულები და მიწისძვრისაგან დაზარალებულები. პაპმა პიუს XI-მ მას „მემოციქულე მაწანწალა“ შეარქვა. როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, გჰიკამ უარი თქვა რუმინეთის დატოვებაზე. მალე ის დააკავეს და დააბრალეს ვატიკანის სასარგებლოდ ჯაშუშობა და 1954 წელს სასტიკი წამებით მოკლეს საპატიმროში. |