21 ოქტომბერს (3 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: დასის, გაიოზის და ზოტიკეს (+303) ხსენების დღე.წმიდა მოწამენი: დასი, გაიოზი და ზოტიკე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას, 303 წელს ეწამნენ საკერპოს დანგრევისათვის. უსჯულოებმა წმიდანები წამების შემდეგ ზღვაში დაახრჩვეს. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
|