საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

7 (20) იანვარი - კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა - იოანესი. იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.
ადამის მემკვიდრეობა
„მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ“ (იეზეკიელი 18,2)დაეცა ადამი და ადამიანთა მოდგმისათვის ცრემლი ბუნებრივი გახდა, ის იქცა საჭმელ-სასმელად მისთვის; ადამის შემდგომ, ვერავინ განვლო ცხოვრება ცრემლის, კვნესის და ქვითინის გარეშე. ზღვა ცრემლი დაღვარა კაცობრიობამ. მწუხარე აღმოსუნთქვებითაა გადავსებული მთელი დედამიწა.
გრიგოლ აკრიტელი (+დაახლ. 820)
ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატთმებრძოლობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა. 20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად.
ღირსი აპოლინარია (+დაახლ. 470)
ღირსი აპოლინარია, ვისი ხსენებაც არის 18 იანვარს, იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით.
მალაქია წინასწარმეტყველი
3 (16) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წინასწარმეტყველი მალაქიას (დაახ. 400 წ. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
წმიდა თეოდორას საზვერეები
12 იანვარს არის ხსენება წმიდა თეოდორა კონსტანტინოპოლელისა, რომლის სახელთან დაკავშირებულია მის მიერ განვლილ საზვერეთა აღწერილობა.
ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი (IV)
ხსენება - 30 (12.01) დეკემბერი წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი - ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი - კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა.
წმიდა მოციქული ტიმონი, სამოცდაათთაგანი (I)
წმიდა მოციქული ტიმონი, ვისი ხსენებაც არის 12 დეკემბერს, იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს.
რატომ ენატრებათ სერბებს გარდაცვლილი პატრიარქი
2010 წლის 22 იანვარს სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქად ეპიკოპოსი ირინეოსი აირჩიეს, მაგრამ სერბები ისევ ძველ პატრიარქს მისტირიან...
ხსენება სამოცდაათთაგანთა მოციქულთა – პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა
10 აგვისტოს არის ხსენება წმიდა სამოცდაათთაგანთა მოციქულთა - პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა, რომლებიც ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ. „საქმე მოციქულთაში“ (6;1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რამეთუ „უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq