|
|
სტეფანე უროში იყო სერბეთის დამოუკიდებელი და ქმედითუნარიანი გამგებელი. ის სათნოეყოფოდა უფალს, განიკითხავდა ქვრივ-ობოლს, ყოველგვარ სადავო საკითხებს კეთილად აგვარებდა, ღარიბებს წყალობას არ აკლებდა, დაჩაგრულთ მფარველობდა.
|
|
29 ივლისს ნორვეგიაში აღინიშნება ნორვეგიის მეფის, ოლაფ II ჰარალდსონის (Olaf II Haraldsson), წმინდა ოლაფის ხსოვნის დღე - ეროვნული გმირის, ქვეყნის გამაერთიანებლისა და მეოხის. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის გაქრისტიანება.
ია-ვარდით არ იყო მეფის ცხოვრება მოფენილი, რადგან ქრისტიანობის დასამკვიდრებლად ხშირად მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდა - ბევრი შიშის გამოც კი ინათლებოდა. დროდადრო ხალხში მძაფრდებოდა ძველი კერპთაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა, რასაც მღელვარება მოსდევდა
|
|
ხსენების დღე 15 (28) ივლისი
მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.
|
|
საბა II არჩეულ იქნა სერბეთის მესამე არქიეპისკოპოსად და შვიდი წლის მანძილზე უძღვებოდა სერბულ ეკლესიას გარდაცვალებამდე.
|
|
წმიდა ალექსანდრე მართლმადიდებლობის მტკიცე აღმსარებელი იყო: როცა იგი პირველად ჩავიდა თათართა ბანაკში, ქურუმებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცე უარით უპასუხა და განაცხადა: „მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედ, სამებით ქებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვსცემ თაყვანს“. პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემული სწავლება გვიპყრია და თქვენი სწავლების მიღება არ გვსურსო.
|
|
ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. X-XI საუკუნეთა მიჯნაზე ექვთიმე მთაწმინდელმა ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად თარგმნა. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.
|
|
სტეფანე პირველგვირგვინოსანი იყო სტეფანე ნემანიას ძე. როდესაც მამამ, სტეფანე ნემანიამ მიაშურა ათონის მთის მონასტერს, ქვეყნის მართვა-გამგეობა ჩააბარა შუათანა შვილს - სტეფანეს.
|
|
1170 წელს ძმებთან ბრძოლაში დაიკავა სერბეთის ტახტი და გამოაცხადა სერბეთის დამოუკიდებლობა ბიზანტიისაგან. გააფართოვა სერბეთის საზღვრები.
1196 წელს 82 წლის ასაკში უარი თქვა ტახტზე საკუთარი ვაჟის, სტეფანე პირველგვირგვინოსნის სასარგებლოდ, თავად ბერად შედგა სიმეონის სახელით და დაემკვიდრა მონასტერში.
|
|
ხსენება 2 ივლისს
ქვეყანას უძღვებოდა 47 წლის მანძილზე. მთელი ამ დროის მანძილზე იბრძოდა მოლდავეთის დამოუკიდებლობისათვის - აძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და თრგუნავდა ბოიარების ოპოზიციას. წარმატებით უმკლავდებოდა გაცილებით ძლიერ მეტოქეებს - ოსმანთა იმპერიას, პოლონეთს, უნგრეთს.
|
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|