საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

ნორვეგიის წმინდა მეფე - ოლაფ II

29 ივლისს ნორვეგიაში აღინიშნება ნორვეგიის მეფის,  ოლაფ II ჰარალდსონის  (Olaf II Haraldsson), წმინდა ოლაფის ხსოვნის დღე - ეროვნული გმირის, ქვეყნის გამაერთიანებლისა და მეოხის. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის გაქრისტიანება.

 ია-ვარდით არ იყო მეფის ცხოვრება მოფენილი, რადგან  ქრისტიანობის დასამკვიდრებლად ხშირად მკაცრ მეთოდებსაც მიმართავდა -   ბევრი შიშის გამოც კი ინათლებოდა. დროდადრო ხალხში მძაფრდებოდა ძველი კერპთაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა, რასაც მღელვარება მოსდევდა. - ერთხელ, საშინელი შიმშილობის დროს, ახალმოქცეულებმა ჩათვალეს, რომ ისჯებოდნენ მამა-პაპათა ღმერთებისგან განდგომისთვის, აღადგინეს მრავალი დანგრეული ბომონი და დაიწყეს მსხვერპლშეწირვა კერპის სახელზე. როდესაც ეს ოლაფს შეატყობინეს, მან მოიარა მთელი ქვეყანა, დასაჯა ურჩნი და აღდგენილი ბომონების ადგილებზე ეკლესიები დააფუძნა. გადმოცემით, იყო ასეთი შემთხვევაც: მოულოდნელად დაადგა თავზე ხალხმრავალ შეკრებას მთავარ ჰუდბრანდის მეთაურობით, რომელიც ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იგი ერს ოლაფის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა და „დიდი ღმერთის“ – თორის შემწეობას ჰპირდებოდა. იქვე მიეტანათ თორის ოქრო-ვერცხლით შემკული უზარმაზარი კერპი, რომელსაც მოწიწებით შემორტყმოდნენ წარმართები და ჰუდბრანდის სიტყვებს უსმენდნენ. სწორედ ამ დროს მათ მიუახლოვდა მეფე ოლაფიც თავის რაინდებთან ერთად.

– სად არის ქრისტიანთა ღმერთის ძლიერება? სად არის თავად ეს ღმერთი, რომელიც არავის არასდროს უნახავს? აი, ჩვენ კი გვყავს ხილული ღმერთი, დიდი თორი, რომლის წინაშეც ყველა უნდა ძრწოდეს, – რიხიანად ამბობდა ჰუდბრანდი.

მეფემ ნიშანი მისცა თავის ერთ-ერთ თანმხლებს, რომელიც სიმაღლითა და ძალით გამოირჩეოდა და მანაც ერთი დარტყმით გადააყირავა და დაამსხვრია კერპი. იქიდან ამოცვივდნენ ვირთხები და ამოძვრნენ ქვეწარმავლები – გველები და ხვლიკები. ამის მხილველმა ხალხმა ძველი სალოცავის მიმართ რწმენა დაკარგა.

წმიდა ოლაფი 1030 წლის 29 ივლისს  დაეცა ბრძოლის ველზე სტიკლესტადთან. საგულისხმოა, რომ მის ლაშქარში მხოლოდ ქრისტიანები იყვნენ – ფარებსა და მუზარადებზე მათ ჯვრები ჰქონდათ გამოსახული. ხალხმა ოლაფს სიკვდილის შემდგომ მიაგო შესაფერი პატივი, როგორც მოწამეს. მისი უხრწნელი წმინდა ნაწილებისაგან მრავალი სასწაულთმოქმედება აღესრულებოდა. იმ ბორცვიდან, სადაც თავდაპირველად დაიკრძალა, ამოხეთქა წყარომ, რომელსაც მაკურნებელი ძალა აღმოაჩნდა. წმინდანად შერაცხეს 1031 წლის 3 აგვისტოს და ხსენების დღედ დაადგინეს 29 ივლისი.

როდესაც ტახტზე ოლაფის ვაჟი მაგნუსი ავიდა, მან ტაძარი ააგო წმინდა ოლაფის სახელზე, სადაც მეფის ნეშტს მიაგებდნენ პატივს. წმინდა ოლაფი მრავალი ასწლეულის მანძილზე იყო ჩრდილოეთ ევროპის განსაკუთრებულად თაყვანსაცემი წმინდანი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq