საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > წმინდა მართლმადიდებელი მეფეები

ბარლაამი, იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მისი მამა, მეფე აბენესი (IV)
IV საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იყო უშვილო, მაგრამ ბოლოს უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოდასაფი დაარქვა,  ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს და მისნებს დაეკითხა, თუ რა ელოდა წინ მის ძეს. შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისთვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რომ ესმა, აბენესს სიხარული მწუხარებად გადაექცა, ბრძანა, სამ დღეში ყველა ქრისტიანს დაეტოვებინა მისი სამეფო.  ძისთვის კი ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც ისე უნდა აღეზარდათ, რომ მაცხოვრის სწავლების შესახებ  არაფერი  გაეგო. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას ქვეყნის ხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა წადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს სნეულება, სიბერე და სიკვდილი, სცნო, და მტანჯველ ფიქრებს მიეცა.ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი, რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა  ვაჭრის სამოსელი გადაიცვა, სასახლეში მივიდა და მეფისწულის გამზრდელს შეუთვალა, რომ ჰქონდა თვალი პატიოსანი, რომელიც უსინათლოთ თვალს უხელდა, ყრუთ სმენას შესძენდა, უტყვთ აამეტყველებდა,  უძლურებს ჰკურნავდა, უქონელთ ამდიდრებდა, მტრებზე ამარჯვებინებდა და გულის საწადელს უსრულებდა“.   ღვთის ნებით, მან შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა. ბარლაამის შეგონებებიდან ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ძვირფასი თვალი - მაცხოვრის სარწმუნოებაა, გულით მიიღო იგი და მოინათლა. მას შემდეგ იოდასაფი ლოცვით, მარხვითა და მღვიძარებით შუდგა ქრისტეს მცნებების ასრულებას.   როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მან ჯერ ჯადოქრის საშუალებით სცადა შვილის ქრისტეს სარწმუნოებისაგან  ჩამოშორება, შემდეგ  უმშვენიერესი ქალწულებისაგან ცდუნებათა  მეოხებით, მაგრამ იოდასაფის წმიდა ზრახვებს მწიკვლი ვერ მოსცხო. მეფემ დიდებულთა რჩევით იოდასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ტახტზე ასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორძინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად წარმართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“, ხოლო  იოდასაფის სამეფოს  აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და  ერს ნათელსცა. გავიდა მცირე ხანი და ქრისტიანულად ანთელრებული  აბენესი მიიცვალა. ძემ ურიცხვი მოწყალება გასცა მამის სულის მოსახსენებლად, შემდგომ კი ფარულად დატოვა სამეფო ტახტი და ძონძებით შემოსილი გაუყვა გზას უდაბნოსაკენ, მაგრამ ქვეშევრდომებმა მოაბრუნეს და შეახსენეს პასუხისმგებლობა, რომელიც სამეფოს წინაშე ეკისრებოდა, რაზეც უფლის რჩეულმა მიუგო: „რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს კაცმან და სული თვისი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს“, თავის ნაცვლად მეფემ კეთილმსახური ბარაქია დაადგინა და „მსწრაფლ წარვიდა უდაბნოს“. ორი წლის ხიფათითა და განსაცდელებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მან მიაკვლია წმინდა ბარლაამს, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა. „მოეხვივნეს ქედთა ურთიერთას, შეიტკბნეს და ტიროდის და ჰამბორსუყვეს“. ამსოფლიდან განსვლის წინ წმინდა ბარლაამმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა, თავადაც ეზიარა და მოწაფეც აზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს, რის შემდეგაც, არაამქვეყნიური ნათლით სახეგაბრწყინებულმა, სული უფალს შეჰვედრა. უდაბნოში წმიდა ბარლაამმა თავისი საუკუნოვანი სიცოცხლის შვიდი ათწლეული გაატარა. როცა მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ დამწუხრებულ იოდასაფს ჩაეძინა, სიზმრად იხილა „კაცნი ვინმე ნათლისანი“, რომელთაც პატიოსანი თვლებით მოოჭვილი გვირგვინები ეპყრათ ხელთ. „ესე გვირგვინი მათთვის არს, რომელნი სწავლითა შენითა წარუდგინენ ღმერთსა“, - თქვეს მათ, და განაგრძეს: „ესე ერთი შენი არს ღვაწლთა მათთვის, რომელ თავს-ისხენ, და ერთი მამისა შენისა არს, რამეთუ მოიქცა ღმრთისა“. იოასაფმა გაიკვირვა: „და რა სწორება არს, რომელმან მცირედ შეინანოს, მოღვაწისა თანა?“ მაშინ მას ბარლაამი გამოუჩნდა და მიუგო: „მოიხსენე, ძეო მეფისაო, ოდეს-იგი გეტყოდე, ვითარმედ: ოდეს განჰმდიდრდე, არა გინდეს მიცემად მოყვასისა. და აწ გშურს მამისათვისცა შენისა“. სულით განმტკიცებულმა იოდასაფმა თავისი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა და ოცდათხუთმეტი წლის მეუდაბნოე ცხოვრების შემდეგ, სამოცი წლის ასაკში, მიიცვალა. მეფე ბარაქიამ ერთი ბერის მინიშნებით მიაკვლია მღვიმეში დაკრძალული ბარლაამისა და იოდასაფის უხრწნელ და კეთილსურნელოვან ნაწილებს, თავის სამშობლოში გადაასვენა და მეფისწული იოდასაფის მიერ აგებულ წმიდა სამების ტაძარში დაფლა.ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. X-XI საუკუნეთა მიჯნაზე  ექვთიმე მთაწმინდელმა ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად თარგმნა. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq